მთავარი»ეს საინტერესოა»ციმბირში 18 000 წლის წინ გაყინული ლეკვი იპოვეს

ციმბირში 18 000 წლის წინ გაყინული ლეკვი იპოვეს

8
გაზიარებები
Pinterest Google+

ციმბირში იპოვეს გაყინული ლეკვი, რომელიც 18 ათასი წლის არის, ახლა მეცნიერები ცდილობენ დაადგინონ მგელია ის თუ ძაღლი. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ცხოველი ორი თვის იყო როცა მოკვდა. ციმბირში არსებული ძლიერი ყინვის შედეგად კი მისი ბეწვი, კბილები და სხეული იდეალურად არის შემონახული. დნმ-ის ტესტით ჯერჯერობით ვერ დადგინდა რომელ სახეობას განეკუთვნება ცხოველი.

მეცნიერების თქმით, ნაპოვნი ნიმუში შესაძლოა წარმოადგენდეს მგლებსა და თანამედროვე ძაღლებს შორის ევოლუციურ კავშირს. სპეციალისტებმა ამ დროისთვის მხოლოდ იმის დადგენა შეძლეს თუ რა ასაკის იყო, როცა მოკვდა და როდის გაიყინა, ასევე ცნობილია რომ ის მამრია.

მეცნიერთა გარკვეული ჯგუფი ვარაუდობს, რომ აღმოჩენილი ცხოველი ყველაზე ასაკოვანი ძაღლი შეიძლება იყოს რაც კი აქამდე უპოვიათ. კვლევა, რომელიც 2017 წელს გამოქვეყნდა, ამბობს, რომ შინაური ცხოველი დაახლოებით 20 000 – 40 000 წლის წინ გაჩნდა.

გაყინული ძაღლი

 

გაყინული ძაღლი

ფოტო: BBC/SERGEY FEDOROV

წყარო

წინა პოსტი

პარლამენტის პიკეტირება დღესაც იგეგმება

შემდეგი პოსტი

„შავი პარასკევი“ - ტრადიცია, რომელიც მე-19 საუკუნიდან გრძელდება