მთავარი»პოლიტიკა»„ციხეში მყოფი გიგი უგულავა ბევრად უფრო საშიშია, რადგან იქნება ძალიან მწვავე საერთაშორისო რეაქცია“

„ციხეში მყოფი გიგი უგულავა ბევრად უფრო საშიშია, რადგან იქნება ძალიან მწვავე საერთაშორისო რეაქცია“

6
გაზიარებები
Pinterest Google+

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ ციხეში მყოფი გიგი უგულავა იქნება ბევრად საშიში, ვიდრე გარეთ მყოფი.

„სრულიად ნათელი იყო თავიდანვე, რომ გიგი უგულავა იყო პოლიტიკური სამიზნე. ფორმამ, როგორ და რა საბაბითაც მოხდა გუშინ მისი დაპატიმრება, ვფიქრობთ, ოდნავ მაინც ობიექტურ ადამიანს არ უნდა დაუტოვოს არანაირი კითხვის ნიშანი, რომ გიგი უგულავა არის პოლიტიკური პატიმარი. გიგი უგულავას პატიმრობის უკან მკაფიოდ ჩანს ბიძინა ივანიშვილის ინტერესი.

ამიტომ, უგულავას პოლიტპატიმრობა ძალიან მალე აღიარებული იქნება არა მხოლოდ ჩვენი საზოგადოების არამედ ჩვენი უცხოელი მეგობრების მხრიდან. მინდა ვუთხრა „ქართულ ოცნებას“, რომ ციხეში მყოფი გიგი უგულავა იქნება ბევრად უფრო საშიში, ვიდრე გარეთ მყოფი გიგი უგულავა, რადგან იქნება ძალიან მწვავე საერთაშორისო რეაქცია.

ჩვენი პარტია გააგრძელებს ბრძოლას, ჩვენ ვიქნებით ძალიან მჭიდრო კოორდინაციაში დანარჩენ ოპოზიციასთან. ჩვენი ამოცანაა, რომ ერთიანი ოპოზიციური ფრონტით დავამარცხოთ „ქართული ოცნება“. აუცილებლად მინდა, მკაფიოდ ვუთხრა „ქართულ ოცნებას“, ნებისმიერ საარჩევნო სისტემაში, ნებისმიერ არჩევნებში – რიგგარეშესა თუ დაგეგმილში, მოგიგებთ და გაგიშვებთ პოლიტიკურ მოუსვლელში“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

წინა პოსტი

„სანამ ოპოზიციური სპექტრის უმეტესობა არ წავა პოლიტიკიდან, მანამდე პროცესი არსებითად ვერ შეიცვლება“

შემდეგი პოსტი

სერგი კაპანაძე - მომდევნო კვირებში ოპოზიციის სხვა ლიდერებიც შეიძლება დაიჭირონ