მთავარი»Slider»„წელს ეროვნულ გამოცდებში ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამსვლელი ქულა 9 ყოფილა. 9 ქულა 70-დან!“

„წელს ეროვნულ გამოცდებში ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამსვლელი ქულა 9 ყოფილა. 9 ქულა 70-დან!“

16
Shares
Pinterest Google+

ჟურნალისტი ლია ტოკლიკიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„წელს ეროვნულ გამოცდებში ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამსვლელი ქულა 9 ყოფილა. 9 ქულა 70-დან!
როგორც იმ პროფესიის ადამიანი, რომელსაც პირდაპირი კავშირი აქვს სტუდენტებთან, ქართული ენის საჭიროების მქონე პროფესიის ახალგაზრდებთან, ქართულენოვან ჟურნალისტებთან, რომლებმაც მომავალში უნდა დაამკვიდრონ თავისებური “წესები” ქართულ საკომუნიკაციო ენაში ტელეარხებიდან, გაზეთებიდან, ინტერნეტმედიიდან – პროტესტს ვაცხადებ და ახსნას ვითხოვ! აქამდეც ყოველთვის გაოგნებული ვეკითხებოდი სტუდენტებს და დამწყებ ჟურნალისტებს – კი, მაგრამ როგორ ჩააბარეთ მისაღები გამოცდა ქართულში? თვალებს არ ვუჯერებდი, რომ ელემენტარული ტექსტის დაწერა უჭირდა სტუდენტების უმეტესობას, გრამატიკისა და სინტაქსის ელემენტარული წესების სრული უცოდინრობის გამო. ახლა კი აუდიტორიებში მხოლოდ გაკვირვებული ლექტორების ზმუილის ხმები იდგება. რა ხდება?
ამ კითხვას უფრო მკაცრადაც ვიყვირებთ და უფრო მნიშვნელოვან ფორმატშიც.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროnaec.ge გამოცდების ეროვნული ცენტრი“ – წერს ლია ტოკლიკიშვილი.

2019 წლის ეროვნულ გამოცდებზე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ბარიერის ფაქტობრივად, გაუქმებას სოციალურ ქსელში არაერთი გამოხმაურება მოჰყვა:

„ნახევარი საათის წინ შემხვდა პოსტი, რომლის ავტორსაც უკვირდა რომ წელს ეროვნულებზე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ბარიერი 70 დან 9 ქულა იყო. ყურადღება არც მიმიქცევია, ჩავთვალე, რომ პროვოკაციული ფოტოშოპი იყო, სანამ ორიოდე წუთის შემდეგ თავად არ დავრწმუნდი.

დიახ, ქართულ ენაში წელს ეროვნულ გამოცდაზე ბარიერი იყო 9 ქულა 70 დან !

გამოცდების ეროვნული ცენტრი, როგორც ჩანს, არ კმაყოფილდება ისედაც სამარცხვინო 25% იანი ბარიერით და ვითომ ერთნაირი სირთულის ტესტებში გათანაბრებით “რთულ ვარიანტს” პოულობს და ბარიერი 18 დან 9 ქულამდე დაჰყავს.

ესა ჩვენი საგამოცდო სისტემა? სადაც ოთხი ერთნაირი სირთულის ტესტის შედგენა არ შეუძლიათ, სადაც ყოველ წელს ვითომ რთულ ვარიანტს 8 – 9 ქულას უმატებენ და აბიტურიენტებს არათანაბარ პირობებში აყენებენ.

დღევანდელმა ამ მონაცემებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ სამარცხვინო საგამოცდო სისტემა გვაქვს, რომლის მიზანი არა აბიტურიენტების თანაბარ პირობებში ჩაყენება და ადეკვატური შეფასებაა, არამედ უნივერსიტეტებისა და ბიუჯეტის შევსება“ – წერს ნიკა ხუროშვილი.

წინა სტატია

„თანახმა ხართ თუ არა, დაკანონდეს დეპუტატის გამოწვევის წესი და რეფერენდუმით კანონის მიღების უფლება“

შემდეგი სტატია

„10 დოლარი 30 ლარი კია, მაგრამ ერთი კვირა მრავალსულიანი ოჯახი ვერ გამოიკვებება. შევარდნაძე დააბრუნეთ!“