მთავარი»Slider»„წარმოგიდგენიათ, რამდენი ფული წაიღო, რომ 7 წელი ქუჩაში არეულობას აფინანსებს?“

„წარმოგიდგენიათ, რამდენი ფული წაიღო, რომ 7 წელი ქუჩაში არეულობას აფინანსებს?“

31
გაზიარებები
Pinterest Google+

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ყოფილი მრჩეველი, კონფლიქტოლოგი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა „პროგრესნიუსთან“ საკონსტიტუციო ცვლილების ჩარადნის შემდეგ თბილისსა და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს:

ის, რასაც ახლა რუსთაველის გამზირზე ვხედავთ, არის კვაზიერთობა, კვაზირევოლუცია და კვაზიპატრიოტიზმი. რაც ყველაზე სამწუხაროა, თითქმის ყველა ეს ადამიანი „ტალახიდან“ ბიძინა ივანიშვილმა ამოიყვანა და ასე „ლამაზად“უკუაგდეს ყველაფერი, რაც აქამდე იყო. სხვათა შორის, 2014 წელს, როდესაც მე თვითონ ჩინოვნიკი ვიყავი და სასჯელაღსრულებაში მიმდინარე პროცესების გაპროტესტება დავიწყე, მაშინ ყველა ჩუმად იყო. როგორ, ოცნების გუნდს ეწინააღმდეგებიო? – მეკითხებოდნენ და  ვპასუხობდი, რომ გუნდის წინააღმდეგობა არაფერ შუაშია, როცა კონკრეტული ადამიანი  უკანონობას ჩადის. ან თქვენ გადაწყვიტეთ რაღაც ან მე გადავწყვიტავ თქო, ვამბობდი და კიდეც წავედი სტრასბურგში. საქართველოში მხოლოდ ერთი ადამიანის პირადი თხოვნისა და ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაციის შემდეგ დავბრუნდი.
_ როგორც მახსოვს, პრემიების დარიგებას აპროტესტებდით..
_  არა მხოლოდ. მაშინ ყველა მიხვდა, რომ მართალი ვიყავი. რომ არ შეიძლებოდა 40 000-იანი პრემიების დარიგება, არ შეიძლებოდა სასჯელაღსრულების სისტემაში იარაღით შესვლა და ძალიან ბევრი კანონდარღვევა, რომელიც მაშინ დარბაისელმა ჩაიდინა. მაშინ  ის ადამიანები, რომლებიც ახლა ვითომ გაერთიანდნენ, მეუბნებოდნენ, რომ „ოცნების“ წინააღმდეგ მივდიოდი. მე არ ვფიქრობ, რომ გამუდმებით რაღაცაზე უნდა იყო მიჯაჭვული. მშობლებისა და შვილების წინააღმდეგ არ უნდა წახვიდე, თორემ დამოკიდებულება ყველა პარტიის მიმართ შეიძლება გამოხატო და მე ამას ვაკეთებდი. რეგიონები, რომლებსაც მონურ მორჩილებაში მყოფი ადამიანები კურირებდნენ და ყველა სიკეთეს იღებდნენ, დღეს გაპარტახებულია. ესაა მიზეზი, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ დღემდე მხარდამჭერი ჰყავს. ამ ხალხმა სოფლები და რეგიონები „შეჭამა“ და შეიძლება ვიღაცას ჰგონია, რომ მათ უკან ბიძინა ივანიშვილი დგას და ეს ფული მასთან მიდის. ალბათ ასე ჰგონიათ და ისევ ის მიშა ურჩევნიათ, რომელიც მინიმუმ იმას პირდებოდა, რომ შუქი არ წავა, გაზი იქნება და სახლში ყაჩაღი არ შემოგივარდება და დაგაუთავებს. სწორედ „ოცნების“ ის პოლიტაქტივი აკეთებდა ამას, რომელიც დღეს საქართველოს წინააღმდეგ გამალებით იბრძვის.
_ ამას ივანიშვილიც ხომ ხედავდა? რატომ რჩებოდნენ ასეთი ადამიანები პარტიის რიგებში?
_დიდი ხანია ამას ვამბობ და როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო „ოცნების“ რიგებიდან იმ ადამიანების გამოხშირვა, რომლებმაც პარტიაც და ქვეყანაც გააცამტვერეს. ამ ქვეყანაში არაფერი იმალება და სუსმა გადასარევად იცის, ვის ანგარიშზე რამდენი „შავი ფული“ ირიცხება. დღეს,  ამ ადამიანებს მოუნდათ ქვეყნის მოღალატეებთან ასე ხელიხელჩაკიდებული სიარული, იმიტომ, რომ თვითონაც მოღალატეები გახდნენ. როცა უფსკრულში დიდხანს იყურები, მერე უფსკრული გიყურებს.. ეს არის ამ ადამიანების ერთად დგომის მთელი ფილოსოფია. ეს არის შავი ძალა და არ მინდა, რომ ეს ყველაფერი სახალხო მოძრაობასთან გაიგივდეს. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასე შეკრული და შედუღაბებული ორნახევარკაციანი პარტიები, რომლებიც ამდენი წელი ბიძინას ჯიბეში ისხდნენ და მშვენივრად იკვებებოდნენ, ვერაფერს დაუშავებენ საქართველოს. ამაში დარწმუნებული ვარ.
_ თქვენი აზრით, რამდენ ხანს გაგრძელდება იმ ადამიანების ერთობა, რომლებიც არც ისე დიდი ხნის წინ ერთმანეთს პუტინის აგენტებს და ჯალათებს ეძახდნენ?
_ ამიტომაც ვამბობ, რომ ეს არის კვაზიერთობა. კულუარულად ისეთი ინფორმაციები გამოდის, რომ მოსმენაც ძნელია. ამ ადამიანების ერთობა იმხელა ჭუჭყი და სიბინძურეა, რომ საბოლოდ, ხალხი ეტყვის მათ არას! ის, რომ კალაძის დაკრიალებული თბილისი ნაგვის ბუნკერად აქციეს, ეს ამ ბუნკერის ვირთხების ჩვეული მდგომარეობაა და სხვანაირად არ შეუძლიათ. ისინი უბრალოდ, კომფორტის ზონას იქმნიან, მაგრამ ჩვენთვის კომფორტულია შვილების გაზრდა, ჯანმრთელი თაობა, ეკონომიკური ზრდა და ა.შ.  ქვეყნის ეკონომიკას აღებული აქვს კურსი ტურიზმისკენ, მაგრამ რომელი ტურისტი შემოვა, როცა შუაგულ ქალაქში კასრები დგას და შეშა იწვის? რუსთაველზე არც ერთი ბარი, რესტორანი და სასტუმრო ნორმალურად არ მუშაობს და ესინი ხალხზე ფიქრობენ? რატომ არ ეცოდებათ ადამიანები, რომლებსაც იპოთეკური სესხი აქვთ და ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ? ეს პასუხისმგებლობა ზუსტად იმ ვიგინდარა ადამიანებზეა, რომლებმაც ამ მდგომარეობიდან რაღაც სარგებელი მიიღეს. და ბოლოს, წარმოგიდგენიათ, რამდენი ფული წაიღო სააკაშვილმა, რომ 7 წელი ქუჩაში არეულობას აფინანსნებს? ვფიქრობ, ბოლოს და ბოლოს ამას წერტილი უნდა დაესვას და ხალხმა მშვიდობიანი ცხოვრება გააგრძელოს.  საღი აზრი ყოველთვის იმარჯვებს. როდის იყო კარვის პოლიტიკოსები რამეს აღწევდნენ?კარვის პოლიტიკოსები მუდმივად კარავში რჩებიან.

„პროგრესნიუსი“

 

წინა პოსტი

„ხალხის თვლაზე უკეთ მოპარული ფულის თვლა ეხერხება“ - სააკაშვილი კალაძეს პასუხობს

შემდეგი პოსტი

„მკვლელობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება არა მკვლელს, არამედ მკვლელობის გამომწვევს - ასე განმარტავს ომბუდსმენი კანონს “