მთავარი»პოლიტიკა»„ტყუილია, რომ ადამიანს არ ექნება უფლება, ორ ადგილას იმუშაოს“

„ტყუილია, რომ ადამიანს არ ექნება უფლება, ორ ადგილას იმუშაოს“

3
Shares
Pinterest Google+

ტყუილია, რომ ადამიანს არ ექნება უფლება, ორ ადგილას იმუშაოს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ თემის ინტერპრეტაცია მოხდა. ეს კანონპროექტი დასრულებული არ არის, შესაბამისად, ვნებათაღელვა, რომ ვინმეს უფლება არ ექნება ორ სამსახურში ერთად დასაქმდეს, უსაფუძვლოა.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ინტერპრეტაციები, სპეკულაციები და აქედან გამომდინარე ვნებათაღელვა მოჰყვა კანონპროექტს, რომელიც საქართველოს პარლამენტში დაინიცერებული არ არის. დღეს მთელი დღის განმავლობაში ვხედავთ იმის კრიტიკას, რაც არ არსებობს, სადღაც სამუშაო კაბინეტში, სამუშაო მაგიდაზე დევს ფურცლები, სხვადასხვა სეგმენტში კონსულტაციები მიდის ამასთან დაკავშირებით, არ არის საბოლოო პოზიცია. არც კომიტეტებში, არც უმრავლესობაში, არანაირი ფორმით ეს ყველაფერი გავლილი არ არის და ამის კრიტიკას ვისმენთ, რაც ძალიან არასერიოზულია. არასერიოზულია იმის მხრიდან, ვინც ამაზე პიარკამპანიას აწყობს და კრიტიკას გამოთქვამს რაღაც მუხლების მიმართ, რომელიც ბუნებაში არ არსებობს იმიტომ, რომ დაინიცირებული არ არის. პირადად ვესაუბრე დიმიტრი ცქიტიშვილს, რომელიც ამ ტემაზე სხვადასხვა ჯგუფის ფარგლებში მუშაობს და მან თქვა, რომ ერთ-ერთი თემა, რომელზეც მთელი დღის განმავლობაში მიდის სპეკულაციები, არის გამოგონილი და ტყუილი. ეს ტყუილი შეეხება იმას, რომ თითქოს ამ კანონპროექტში წერია, რომ ადამიანს არ ექნება უფლება, იმუშაოს ორ ადგილზე. ეს არის ტყუილი. როგორც აღმოჩნდა, ასეთი რამ იქ არ წერია. მეც არ მაქვს გავლილი ჯერ, თუმცა როგორც ცქიტიშვილი ამბობს, საუბარია იმაზე, რომ თუ დამსაქმებელი ადამიანს დააძალებს ზეგანაკვეთურ სამუშაოს, რომლის შესრულებაც დასაქმებულს არ შეუძლია ან არ სურს, დამსაქმებელს ამის უფლება და საშუალება არ ექნება. დისკუსია შეიძლება ნებისმიერ თემაზე, მსჯელობა დავიწყოთ მას შემდეგ, რაც ექნება კანონპროექტის სახე და როდესაც მისი განხილვა დაიწყება. გარანტიას გაძლევთ, რომ ყოველმხრივად შევაფასებთ დისკუსიის ნაყოფს, რომელიც კანონპროექტად იქცევა და დაინიცრდება. გარანტიას გაძლევთ, რომ დავიცავთ როგორც დასაქმებულის, ასევე დამსაქმებლის ინტერესებს ისე, რომ არც ბიზნეს შეექმნას პრობლემა და დასაქმებულის უფლებებიც იყოს დაცული“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

2020news.ge

წინა სტატია

მარნეულის სასურსათო ქარხანა: წითელ ტყემალში სუდანის ჯგუფის საღებავები არ აღმოჩნდა

შემდეგი სტატია

"ჯობს, სკოლაში ფორმები იყოს, ძალიან ძვირი ჯდება სასკოლოდ მომზადება" - რა უჯდებათ მშობლებს ბავშვების სასკოლოდ მომზადება