მთავარი»ეს საინტერესოა»ტინტორენტოს „სამოთხე“ და მარადიული ქიშპობა ტიციანთან

ტინტორენტოს „სამოთხე“ და მარადიული ქიშპობა ტიციანთან

44
გაზიარებები
Pinterest Google+

იაკოპო რობუსტი, იგივე ტინტორეტო, ჯოვანი ბელინისთან, ჯორჯონესთან, ტიციანსა და ვერონეზესთან ერთად გვიანი აღორძინების ეპოქის ვენეციური სკოლის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელია. კოლეგებისგან  ის სწრაფი მუშაობითა და სპირიტუალისტური ნიჭით გამოირჩეოდა. რატომ არ უყვარდათ ტინტორენტო კოლეგებს და რა შეფარული აზრი ჩააქსოვა მან თავის უდიდეს ტილოში?

მხატვარი 1518 წლის 29 სექტემბერს ვენეციაში, აბრეშუმის მღებავის ოჯახში დაიბადა. სახელიც  ამის მიხედვით შეერქვა, – “ტინტორეტო” იტალიურად “პატარა მღებავს” ნიშნავს. იაკოპო კი კედლების მოხატვისას ბავშვობიდანვე ხმარობდა მამამისის საღებავებსა და ნახშირს.მისი პირველი ბიოგრაფის, რიდოლფის თქმით, “ტინტორეტო იქით გარბოდა, სადაც რამეს ღებავდნენ ან ხატავდნენ” და ხშირად ეხმარებოდა მღებავებს. იგი ძალზე მოკრძალებულად ცხოვრობდა ვენეციაში თავის დიდ ოჯახთან ერთად თავისივე მოხატული ეკლესიის – სანტა მარია დელ ორტოს გვერდით, სადაც, საბოლოოდ დაიკრძალა კიდეც.

იაკოპო დაიბადა და ცხოვრობდა ვენეციაში – ქალაქში, რომელიც ტალანტების ნამდვილი სამჭედლო გახლდათ. ხელსაყრელმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ, ფერწერის ადგილობრივმა სკოლამ, პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა სტაბილურობამ და არისტოკრატების სიმდიდრემ ვენეცია გენიოსების იმპერიად და ფერწერული ხელოვნების ცენტრად აქცია. ვენეციამ შექმნა ტიციანი, ტინტორენტო, მიქელანჯელო, ვერონეზე, ჯივანი ბელინი და სხვები.

Веронезе, Тинторетто, Тициан

                                                                        ვერონეზე, ტინტორენტო, ტიციანი

თავად იაკოპოს მასწავლებლების შესახებ დოკუმენტები არ არსებობს. საკუთარი დევიზი კი ტინტორეტომ პირდაპირ სახელოსნოს კარზე წააწერა: “მიქელანჯელოს ნახატი, ტიციანის კოლორიტი” და ეს იმის მიუხედავად, რომ ტიციანის სახელოსნოში სწავლა ძალზე ხანმოკლე გამოდგა: რამდენიმე დღის მუშაობის შემდეგ ტიციანმა როგორც კი ახალი შეგირდის ნამუშევრები ნახა, მაშინვე მისი სახელოსნოდან დათხოვნა ბრძანა. დიახ, ტინტორენტო მხოლოდ 15 წლის იყო, როცა ტიციანმა მასში მეტოქე დაინახა. ვენეციაში ამ ორი მხატვრის შედარება მუდმივი კამათის თემა გახლდათ – ვინ უფრო ნიჭიერია? ვინ უკეთესი შედევრი შექმნა?  ტინტორენტოს თავისმა ნიჭმა კოლეგებს შორის უამრავი მტერი გაუჩინა. მხატვრებს ვერაფრით გაეგოთ, როგორ ახერხებდა ახალგაზრდა მხატვარი ასეთი სისწრაფით შედევრების შექმნას.

ბიოგრაფები ტინტორენტოს ცხოვრებიდან ერთ საინტერესო შემთხვევას გამოჰყოფენ – წმინდა როხას საძმომ სკუოლა დი სან როკოს(Scuola Grande di San Rocco) ეკლესიის გუმბათის მოხატვაზე კონკურსი გამოაცხადა. მხატვრებს უნდა მოემზადებინათ ესკიზები და საუკეთესოს შესარჩევად კომისიის წინაშე წარედგინათ. როცა ეს დღე დადგა, მხატვრებმა ესკიზები სათითაოდ წარმოადგინეს, მხოლოდ ტინტორენტო იდგა კუთხეში მოკრძალებულად. როცა კომისიის წევრებმა ესკიზის წარდგენა თხოვეს, მხატვარმა თითით ჭერისკენ მიანიშნა, რომელსაც უკვე შესანიშნავი ფრესკა ამშვენებდა. კომისია მხატვრის სისწრაფით და შესრულებული სამუშაოს ხარისხით აღფრთოვანებული დარჩა, თუმცა ტონტორენტოს თავისი შრომისთვის ანაზღაურება არ უთხოვია. ოსტატის ნიჭმა და უანგარობამ უამრავი ადამიანის ყურადღება მიიქცია და მალე მხატვარი შეკვეთებს ვეღარ აუდიოდა.

Св. Рох во славе

ტინტორენტოს შემოქმედების გვირგვინი მისი უკანასკნელი, მონუმენტური სურათი „სამოთხე“ გახდა. ტილოს ზომა 22X9 მეტრი გახლავთ და ის მსოფლიოში ერთ ერთი უდიდესი ზეთით შესრულებული ნახატია. შედევრი ვენეციის დოჟების სასახლის დარბაზისთვის შეიქმნა, რომელიც 1577 წლის ხანრის შემდეგ ძლიერ დაზარალდა. თავდაპირველად, შეკვეთა ვერონეზეს უნდა შეესრულებინა, მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ საქმე ტინტორენტოს გადააბარეს.

დარბაზი, სადაც მომავალი შედევრი უნდა განეთავსებინათ, საკანონმდებლო შეხვედრების პალატას წარმოადგენდა. მხატვარსნტილოს თემატიკა შემთხვევით არ შეურჩევია. მძლავრი და ერთგვარად შიშისმომგვრელი სურათით მას სურდა კოლეგიის წევრებზე ზემოქმედება მოეხდინა, რომ კანონშემოქმედებითი საქმიანობის დროს რელიგიური და ჰუმანური პრონციპებით ეხელმძღვანელათ.

ტინტორენტოს შემოქმედების შედეგი იმდენად მასშტაბური, ისეთი ძალის მქონე და სიგიჟემდე მისულად თამამი იყო, რომ მთელი ვენეციური არისტოკრატიისთვის გამოწვევად იქცა.
„მე ღმერთს ვთხოვდი, რომ ასეთი შეკვეთა სიცოცხლის ბოლოს მიმეღო“ – ამბობდა მხატვარი და მართლაც, „სამოთხე“ 70 წლის ასაკში შექმნა, რათა ეს ტილო  მისი სიკვდილის შემდეგ ჯილდოდ ქცეულიყო. „სამოთხე“ გახლავთ მსოფლიოში ზეთით შექმნილი ყველაზე დიდი ნახატი.

Фрагменты «Рая»

 

თარგმნა „პროგრესნიუსმა“

 

წინა პოსტი

„საკუთარ სამშობლოს შორდები, გუბაზ! ყოველ დღე! ყოველ წამს!“

შემდეგი პოსტი

აუცილებელია ხელი შევუწყოთ ქართველ და ფრანგ მეწარმეებს, უკეთ გაიცნონ ერთმანეთის შესაძლებლობები