მთავარი»სამართალი»თურქეთში ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს

თურქეთში ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს

2
გაზიარებები
Pinterest Google+

 

თურქეთის სასამართლომ ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული ათი პირი, მათ შორის საქართველოს ერთი მოქალაქე გაათავისუფლა.

ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. სავარაუდოდ საქართველოს მოქალაქე ამ დროისთვის უკვე საემიგრაციო სამსახურში იმყოფება.

სპეცოპერაცია, რომლის ფარგლებში  „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის ბრალდებით ჯამში 10 პირი დააკავეს, თურქეთის ქალაქ იზმირში რამდენიმე დღის წინ ჩატარდა. დაკავებულიდან 9 სირიის, ხოლო ერთი საქართველოს მოქალაქე იყო.

ადგილობრივი პოლიცია აცხადებდა, რომ დაკავებულთა საცხოვრებელი სახლებიდან  მობილური ტელეფონები, ცეცხლსასროლი იარაღი, ტერორისტული ორგანიზაციის სიმბოლიკა და დიდი ოდენობით ნაღდი ფული ამოიღეს.

პრაიმტაიმი

წინა პოსტი

"ხალხი 5-თეთრიან ცელოფნის პარკს ახლა მაღაზიებში 20 თეთრად ყიდულობს"- მელიტა პატარიძე

შემდეგი პოსტი

„განსაკუთრებული სისასტიკით, 19 ჭრილობა მიაყენა და მიიმალა“ - პროკურატურა განცხადებას ავრცელებს