მსოფლიო

თურქეთში მიწისძვრის შედეგად 360-მდე ადამიანი დაშავდა

თურქეთის სანაპიროებთან, ეგეოსის ზღვაში 6,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. 

სეისმოლოგების ცნობით, ეპიცენტრი საკურორტო ქალაქ ბოდრუმიდან 10 კილომეტრის და საბერძნეთის კუნძულ კოსიდან 16 კილომეტრის მოშორებით იყო, ამიტომაც მიწისქვეშა ბიძგები ორივე ქვეყანაში იგრძნობოდა.

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის, აჰმედ დერმიჯანის განცხადებით, 272 ადამიანი სხვადასხვა სახის დაზიანებებით საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მათგან 25 დაშავებული ამ დრომდე კლინიკებში რჩება.

თურქეთში მომხდარ ძლიერ მიწისძვრასთან დაკავშირებით, სტამბოლში საქართველოს საკონსულო საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს.

„სტამბოლში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ; გთხოვთ საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით გენერალური საკონსულოს ცხელ ხაზზე +90 541 818 44 00“, – აღნიშნულია სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს განცხადებაში.

nostal.ge

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close