მთავარი»სამართალი»თურქეთში გააჩერეს სატვირთო მანქანა, რომელსაც საქართველოში 2 ტონა კანაფი მოჰქონდა

თურქეთში გააჩერეს სატვირთო მანქანა, რომელსაც საქართველოში 2 ტონა კანაფი მოჰქონდა

3
გაზიარებები
Pinterest Google+

თურქული მედიის ინფორმაციით, დააკავეს იტალიდან საქართველოს მიმართულებით მიმავალი უცხონომრიანი სატვირთო მანქანის მძღოლი, რომელსაც  2 ტონა 70 კილოგრამი კანაფი მიჰქონდა. 

დეკლარაციის მიხედვით, სატვირთო მანქანას სასუქის ტიპის საქონელი გადაჰქონდა. საეჭვო სიმკვრივის დადგენისთანავე, მანქანა გადაყვანილი იქნა გასაჩხრეკად.

ჩატარებული ჩხრეკისას შემჩნეული იქნა, რომ ნარკოტიკებზე დაგეშილი ძაღლები რეაგირებდნენ მანქანაში არსებულ ზოგიერთ ტომარაზე. აღნიშნული ტომრები ჩამოღებული იქნა მანქანიდან. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ 213 ტომარაში იყო 2 ტონა 70 კილოგრამი კანაფი. 

ამოღებული რეკორდული ოდენობის ნარკოტიკული ნივთიერების სავარაუდო საბაზრო ღირებულება 124 მილიონ 220 ათას ლირას შეადგენს.

დაკავებულია სატვირთო მანქანის მძღოლი, რომელიც, თურქული მედიის ცნობით, უცხოელია.

წინა პოსტი

მიხეილ კალანდია სასამართლოსთვის ჩვენების მიცემაზე უარს აცხადებს

შემდეგი პოსტი

„გაცვეთილი ლაქი“ 2020 წლის მოდურ მიმართულებად გამოცხადდა