მსოფლიო

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

სტამბოლში 26 სექტემბერს ადგილობრივი დროით 13:59 სთ-ზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგებმა რიხელის შკალით 5.8 მაგნიტუდას მიაღწია. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია არ ვრცელდება.

მიწისძვრის ეპიცენტრი მარმარილოს ზღვაში, 7 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

ბოლო 2 თვეში თურქეთში ეს უკვე მეორე ძლიერი მიწისძვრაა. 8 აგვისტოს დენზელის რაიონში ბიძგების სიმძლავრემ 6 მაგნიტუდას მიაღწია, რის გამოც 20-მდე ადამიანი დაშავდა, თუმცა სტიქიას არც მაშინ მოჰყოლია მსხვერპლი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close