მთავარი»Uncategorized»თუ ტანი ხშირად და უმიზეზოდ გექავებათ, აუცილებლად ექიმთან წადით

თუ ტანი ხშირად და უმიზეზოდ გექავებათ, აუცილებლად ექიმთან წადით

15
გაზიარებები
Pinterest Google+

ქავილი გარკვეულ დაავადებებს ახასიათებს, თუმცა ექიმებსაც კი ყოველთვის არ შეუძლიათ ოპერატიულად დაადგინონ პათოლოგიური ქავილის გამომწვევი მიზეზები.

ალერგია

ზოგჯერ ორგანიზმი სპეციფიკურად რეაგირებს ანტიგენების გარკვეული სახეობების ზემოქმედებაზე. სპეციალური უჯრედები გამოყოფენ ჰისტამინს, რომელიც ნერვიულ დაბოლოებებზე გამაღიზიანებლის სახით ზემოქმედებს. შესაბამისად, ადამიანს შეიძლება დაეწყოს მსუბუქი ქავილი და კანის შეწითლება. ალერგენის დადგენის მიზნით ტარდება გამოკვლევები, რადგან ამის გარეშე ალერგიისგან გათავისუფლება შეუძლებელია. ალერგიის სამკურნალოდ იყენებენ ანტიჰისტამინურ პრეპარატებს, რომლებიც ბლოკავენ ჰისტამინის გამომუშავებას. ხშირად ასეთი პრეპარატების შემადგენლობაში შედის სპეციალურად მომზადებული ჰორმონები, რომლებიც ადგილობრივ ზემოქმედებას ახდენენ და მთლიანად ორგანიზმზე არ მოქმედებენ.

მუნი

კანის გადამდები დაავადება, რომელსაც მუნის ტკიპა იწვევს. ტკიპა მიკროსკოპული ზომისაა, ამიტომ მისი დანახვა მხოლოდ მიკროსკოპით არის შესაძლებელი. პარაზიტი კანის რქოვან ნაწილში ბუდობს და აქტიურად მრავლდება. ბევრს მიაჩნია, რომ მუნით მხოლოდ წინა საუკუნეებში ავადდებოდნენ, თუმცა ეს დაავადება თანამედროვე მსოფლიოშიც ხშირად გვხვდება. დაავადების გადადება დაავადებულთან მჭიდრო კონტაქტის დროს შეიძლება მოხდეს. მუნიანი თავისთავად, ალერგია წარმოიქმნება პარაზიტების მიერ დატოვებულ ექსკრემენტებზე, ნერწყვსა და კვერცხებზე. ეს იწვევს ნერვიული დაბოლოებების გაღიზიანებას და ქავილს. დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება ტკიპას საწინააღმდეგო პრეპარატები. ზოგიერთ ქვეყანაში ამ მიზნით გოგირდის მალამოსაც გამოიყენებენ.

პოლიციტომია

სისხლის ავთვისებიანი დაავადება, რომელიც ხასიათდება სისხლის წითელი უჯრედების – ერითროციტების ზრდით, ასევე ნეიტროფილებისა და თრომბოციტების, მაგრამ ნაკლებად. დაავადებულთა ნახევარს სხეულის ქავილი შხაპის მიღების დროს ან შხაპიდან რამდენიმე საათის შემდეგ ეწყება. ეს გამოწვეულია ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების – ჰისტამინის, სეროტონინისა და პროსტაგლანდინები გათავისუფლებით. თბილი აბაზანის მიღების შემდეგ, სისხლის თეთრი უჯრედები გამოიმუშავებენ ისეთ აქტიურ ნივთიერებებს, როგორიცაა ჰისტამინი. აქედან გამომდინარე, ითვლება, რომ დაავადებულ ადამიანს აქვს ალერგია წყალზე, საპონზე და ა.შ. პოლიცისტომიის დასადგენად ტარდება სისხლის საერთო ანალიზი. ერითროციტების დონე შეიძლება უმნიშვნელოდ იყოს მომატებულილ რასაც თავად ექიმებიც კი არ აქცევენ განსაკუთრებულ ყურადღებას. ასეთ შემთხვევაში ყურადღებას აქცევენ თანმდევ პროცესებს. ამჟამად დაავადება სწრაფად და მარტივად იკურნება.

ჰელმინთასი

ანუსის მიდამოებში ქავილი შეიძლება ჭიებით გამოწვეულ   პარაზიტულ დაავადებაზე მეტყველებდეს. ჰელმინთასი უფრო ხშირად ბავშვებში გვხვდება, თუმცა ცალკეული შემთხვევები მოზრდილებშიც არის. ჭიები პერიანალურ სივრცეში კვერცებს დებენ, რაც იწვევს კანის გაღიზიანებას და ქავილს. ქავილი განსაკუთრებით ღამის საათებში ძლიერდება, რადგან ჭიების გარეთ გამოსვლა და კვერცების დადების პროცესი სწორედ ამ დროს მიმდინარეობს. ვინაიდან ბავშვი გამუდმებით იფხანს და შემდეგ თითებს პირში იყოფს, ამან შეიძლება რეინვაზია გამოიწვიოს. ჰელმინთასის დიაგნოსტირებისთვის ატარებენ ანალიზებს. მკურნალობა ჭიების საწინააღმდეგო პრეპერატებით მიმდინარეობს.

ნერვიული სისტემის დარღვევევა

ხშირად, ფსიქიკური დაავადებების დროს პაციენტებს ხშირი ქავილი ახასიათებთ. თუ ადამიანი ადვილად ხელმისაწვდომ ადგილებს იფხანს (მაჯა, ხელები, ფეხები, კისერი) ეს ქავილის მიზეზის არარსებობაზე მიანიშნებს.  თავის ტვინში აღგზნების კერის არსებობამ შეიძლება ადამიანს ქავილი აიძულოს, რომლის მიზეზი სინამდვილეში არ არსებობს.  ფსიქოგენური დარღვევები შეიძლება იყოს ნერვული ხასიათის, რომელიც გამოიხატება სიმულაციის სახით, როდესაც ავადმყოფი ცდილობს ყურადღების მიპყრობას.ხშირად ქავილი მძიმე ფსიქიკურ დაავადებაზე მიანიშნებს, როცა საქმეში ექიმი-ფსიქიატრი ერთვება. ისტერიკული ნევროზის დროს სხვა პრეპარატები გამოიყენება, შიზოფრენიისა და მანიაკალური დეპრესიის მდგომარეობაში კი სრულიად სხვა.

შაქრიანი დიაბეტი

სხეულის ქავილი შეიძლება სისხლში შაქრის დონის მომატებამ ან შაქრიანმა დიაბეტმაც გამოიწვიოს. სისხლში შაქრის დონის მომატება ნერვიული დაბოლოებების გაღიზიანებას და ქავილს იწვევს. ამავე დროს, დიაბეტით დაავადებულებს აქვთ მიდრეკილება სხვადასხვა ინფექციების, მათ შორის, სოკოვანი ინფექციების, რომელიც ქავილს იწვევს.

 

წინა პოსტი

ანიტა მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს - ბოლო ცნობები ინდოეთიდან

შემდეგი პოსტი

საქართველოსა და კატარის ეროვნულ ბიბლიოთეკებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა