მთავარი»Slider»“თუ სახლი თავისივე თავის წინააღმდეგ გაიყოფა,ის სახლი ვეღარ გაძლებს”

“თუ სახლი თავისივე თავის წინააღმდეგ გაიყოფა,ის სახლი ვეღარ გაძლებს”

6
გაზიარებები
Pinterest Google+

“ჩემი ეპარქიის,კავკასიის მკვიდრთ და ასევე ჩვენს დიასპორას ვლოცავ,შევთხოვ უზენაეს არსთაგანმრიგე ღმერთს,2020წელი უფლისავე მადლმა მშვიდობის მომტან წლად მოგვმადლოს. ვლოცულობ,რათა ამ წელს მაინც .დაგვაფიქროს უფალმა,რათა კავკასიელნი აღარ ვმტრობდეთ ერთმანერთს.ღვთივკურთხეული კავკასია კავკასიელთა საერთო სახლია და ბედნიერება რომ მოუპოვოთ ჩვენს მომავალ თაობებს ამის ერთად-ერთი გზა არის ურთიერთ სიყვარული და ურთიერთ პატივის-ცემა,ერთობა კი ბედნიერების დაგვირგვინებაა.უფალი გვასწავლის და შეგვაგონებს:” თუ სახლი თავისივე თავის წინააღმდეგ გაიყოფა,ის სახლი ვეღარ გაძლებს”.{მარკ.3:25} ” ყოველი სამეფო,რომელიც თავისავე წინააღმდეგაა გაყოფილი,გაპარტახდება და სახლი სახლზე დაემხობა”{ლუკა 11:17}. უფალო გააცისკროვნე ღვთიური მადლით ყველა კავკასიელის სული და გული. კაცობრიობისთვის ცივილიზაციის მიმცემო კავკასიელნო დავიბრუნოთ ჩვენი წარსული დიდება,მივეფეროთ ერთმანეთს,ნუ უღალატებთ ერთმანეთს.დავიმახსოვროთ,რომ ჩვენს მიერ დათესილ ცოდვას თუ მადლს ჩვენი შვილები და შვილიშვილები მოიმკიან. კავკასიელნო თქვენთან ერთად მთელ კაცობრიობას ვულოცავ ახალი 2020 წლის კეთილ მობრძანებას. ყუელამ გაიხარეთ უფალში!” – მეუფე ქრისტეფორე წამალაიძე. 

წინა პოსტი

ავსტრალიაში, დამწვარი ტყეების გადარჩენილ ბინადრებს საკვებს ვერტმფრენებიდან უყრიან

შემდეგი პოსტი

უკრაინის პრეზიდენტმა პედოფილების რეესტრის კანონს ხელი მოაწერა - ვის ექნება სიაზე წვდომა?