მთავარი»საზოგადოება»„თუ სახელმწიფო „რ2”-ის 27 მილიონის დავალიანებას მოითხოვს, მუშაობა შეუძლებელი იქნება“

„თუ სახელმწიფო „რ2”-ის 27 მილიონის დავალიანებას მოითხოვს, მუშაობა შეუძლებელი იქნება“

9
Shares
Pinterest Google+

 

შეუძლებელია ფაქტიურად ფუნქციონირება გააგრძელოს კომპანიამ იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო დაიწყებს ამ ვალების მიმართ თავის მოთხოვნის აღსრულებას – ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ განაცხადა.  მისი თქმით, “რუსთავი 2”-ს ბიუჯეტის ვალი აქვს. რის გამო, ის გეგმავს მოლაპარაკებებს სახელმწიფოსთან

“აუცილებელია გამოინახოს საერთო ენა სახელმწიფო ორგანოსთან, ამ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურთან. მოგეხსენებათ, რომ დაახლოებით 27 მილიონი არის ბიუჯეტის დავალიანება. შეუძლებელია ფაქტიურად ფუნქციონირება გააგრძელოს კომპანიამ იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო დაიწყებს ამ ვალების მიმართ თავის მოთხოვნის აღსრულებას და ა.შ. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს საუბარი უნდა შედგეს. არც ისე დიდი დროა გასული, რაც მოვედი კომპანიაში. ბევრი სხვა პირველი რიგის ამოცანა იყო გადასაწყვეტი რაც შეეხება ხელფასები, საწვავის ხარჯი და ა.შ.“ -განაცხადა სალიამ.

წინა სტატია

ვალები: "რუსთავი2" - 28 მლნ, "იმედი" - 19 მლნ, "მაესტრო" - 8 მლნ

შემდეგი სტატია

გიორგი პაპუაშვილს ბათუმში ის სახლი ჩამოართვეს, რომელიც როლანდ ბლადაძეს წაართვა