მთავარი»ეკონომიკა»თუ 1 დოლარის ფასი 3 ლარს გასცდება, უნდა გადადგეს მთავრობაც და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობაც

თუ 1 დოლარის ფასი 3 ლარს გასცდება, უნდა გადადგეს მთავრობაც და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობაც

11
გაზიარებები
Pinterest Google+

 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ლადო გუდიაშვილის ნახატივითაა, ქალი წევს ტივზე და ბედს მინდობილია, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს” ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით განუცხადა. გოცირიძის განცხადებით, ლარის კურსი იმ არასწორი პოლიტიკის შედეგია, რომელსაც ხელისუფლება წლებია ატარებს.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, თუ ერთი დოლარის ფასი 3 ლარს გასცდება, უნდა გადადგეს ხელისუფლებაც და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობაც.

„არაფერი გაუკეთებია, გვენეტაძე ლადო გუდიაშვილის ნახატივითაა, ქალი წევს ტივზე და ბედს მინდობილია. მიაქანებთ მდინარე, როდის გადაიჩეხებიან ელოდებიან. ასეთი უსუსური, არაპროფესიონალი და კორუმპირებულები არიან. თუ ლარის კურსი გადასცდება სამს, უნდა გადადგეს მთავრობაც და ეროვნული ბანკიც, რადგან მათ არაფერი უმოქმედიათ ქვეყანაში. რასაც აფუჭებდნენ შვიდი წელი, იმას შვიდ დღეში ვერ გამოასწორებენ” ,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

ipn

წინა პოსტი

შალვა ნათელაშვილი პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას მოითხოვს

შემდეგი პოსტი

ტექნიკურ უნივერსიტეტში სამედიცინო ტექნიკის ინსპექტირების ორგანოს პრეზენტაცია ჩატარდა