მთავარი»საზოგადოება»თელაველი და გურჯაანელი მევენახეები ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გაერთიანდნენ

თელაველი და გურჯაანელი მევენახეები ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გაერთიანდნენ

9
Shares
Pinterest Google+

 

თელავისა და გურჯაანის მცხოვრებლები აქციას მართავენ და „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ ეთერში ღვინის შესახებ გამონათქვამს აპროტესტებენ. ინფორმაციას “პირველი არხი” ავრცელებს.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი „რუსთავი 2“-ის შენობასთან მისვლას აპირებენ.

„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა „აქცენტებში“ განაცხადა: „გავკარი ბორჯომსაც და ღვინოსაც. რას ნიშნავს, პუტინი კარგიაო იმიტომ უნდა ვთქვათ, რომ ვიღაცამ ბორჯომი, ღვინო და ნაბეღლავი შეიტანოს რუსეთში? ჩავუფსი სამივეში, ფეხებზე მკიდია. ძალიან დიდი ბოდიში, ქვეყანა ვართ თუ რაღაცა სავაჭრო ობიექტი. გაეთრიეთ და უკრაინაში გაყიდეთ, კაცო”.

წინა სტატია

მოლდოვის იუსტიციის სისტემის რეფორმირებას სააკაშვილს სთავაზობენ

შემდეგი სტატია

„პუტინ, შენ ხუილო ხარ“ - უკრაინელმა ტელეწამყვანმა რუსეთის პრეზიდენტს აგინა