მთავარი»Slider»“თეირანში ჩამოვარდნილ თვითმფრინავში აღმოაჩინეს ხელნაწერი, სადაც”…

“თეირანში ჩამოვარდნილ თვითმფრინავში აღმოაჩინეს ხელნაწერი, სადაც”…

7
გაზიარებები
Pinterest Google+

“თეირანში, ჩამოვარდნილ თვითმფრინავში აღმოაჩინეს ხელნაწერი, სადაც სტუდენტი ღმერთს დახმარებას სთხოვს, რათა გამოცდა ჩააბაროს. ჩამოვარდნილი თვითმფრინავის დაღუპულებს შორის ბევრი სტუდენტია, რომლებიც ევროპაში სწავლას უბრუნდებოდნენ და ეს რეისი-დაბალი ფასის გამო აირჩიეს” – წერს ოთარ ჩრდილელი.
უკრაინული თვითმფრინავის ბორტზე, რომელმაც თეირანთან კატასტროფა განიცადა, ძირითადად ირანისა და კანადის მოქალაქეები იმყოფებოდნენ. ბორტზე მყოფი ეკიპაჟის 13 წევრი უკრაინის მოქალაქეა, 71 – ირანის, 73 – კანადის, 4 – გერმანიის, 3- დიდი ბრიტანეთის, 8 – შვედეთის და 6 – ავღანეთის.
შეგახსენებთ, ირანში უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების კუთვნილმა ბოინგ-737-ის ტიპის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ყველა – 180-მდე ადამიანი, რომელიც ბორტზე იმყოფებოდა, დაიღუპა.
ზელენსკიმ 9 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა.

წინა პოსტი

ზელენსკიმ 9 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა

შემდეგი პოსტი

გლდანში 10 წლის გოგონას ეძებენ - ოჯახი დახმარებას ითხოვს