მთავარი»საზოგადოება»თბილისში შეძენილ ბიჟუტერიაში კადმიუმი და ტყვია ნორმას რამდენიმე ასეულჯერ აჭარბებს

თბილისში შეძენილ ბიჟუტერიაში კადმიუმი და ტყვია ნორმას რამდენიმე ასეულჯერ აჭარბებს

15
გაზიარებები
Pinterest Google+

არასამთავრობო ორგანიზაცია momxmarebeli.ge-მ თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შეძენილი ბიჟუტერიის 12 ნიმუშში ჯანმრთელობისათვის საშიში ნივთიერება აღმოაჩინა. ორგანიზაციამ 29 დასახელების სამკაული აშშ-ის ლაბორატორიაში (MSR Laboratories) შეამოწმა.

momxmarebeli.ge-ს ცნობით, ნივთები შემთხვევითი შერჩევით შეისყიდეს. კვლევის შედეგად, 12 ნიმუში არ შეესაბამება ევროკავშირში არსებულ მოთხოვნებს. ზოგიერთ მათგანში კადმიუმის ან ტყვიის შემცველობა რამდენიმე ათეულჯერ, ან ასეულჯერ აჭარბებს დაშვებულ ნორმებს, ხოლო ზოგიერთში იმდენად მაღალია, რომ ლაბორატორიის მოწყობილობამ ოდენობის ზუსტი გაზომვა ვერც კი შეძლო (ასეთი შედეგები ლაბორატორიის ოქმებში აღნიშნულია სიტყვით “Saturated”).

კადმიუმი და ტყვია ორგანიზმში სხვადასხვა გზით შეიძლება მოხვდეს, მათ შორის, პროდუქციის მოხმარების დროს. ეს ლითონები გროვდება სხეულში და სხვადასხვა ორგანოების დაზიანებას იწვევს. კადმიუმი ხელს უწყობს სიმსივნის წარმოშობას, ფილტვების, თირკმელებისა და ძვლების დაზიანებას. ტყვია აზიანებს ტვინს, თირკმელებს, ღვიძლს, გულ-სისხლძარღვთა და რეპროდუქციულ სისტემას.

საქართველოში ბიჟუტერიასთან დაკავშირებით უსაფრთხოების მოთხოვნები არ არსებობს. ამიტომაც ნიმუშები ევროკავშირში მოქმედი ნორმების მიხედვით შემოწმდა.

წინა პოსტი

„მოსკოვში სიარული და ოკუპანტებთან შეხვედრები სრულიად მიუღებელია“ - სერგი კაპანაძე

შემდეგი პოსტი

ნინო ბურჯანაძის რუსეთში ვიზიტის გამო თაკო ჩარკვიანმა ოპოზიციური გაერთიანება დატოვა