მთავარი»საზოგადოება»თბილისში დამატებით „ისუზუს“ მარკის 38 და „მანის“ მარკის 16 ავტობუსი იმოძრავებს

თბილისში დამატებით „ისუზუს“ მარკის 38 და „მანის“ მარკის 16 ავტობუსი იმოძრავებს

7
გაზიარებები
Pinterest Google+

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის მოსახლეობას „იზუსუს“ მარკის რვამეტრიანი და „მანის“ მარკის 10-მეტრიანი დიზელის ძრავზე მომუშავე euro 6 ემისიის სტანდარტის ავტობუსები წარუდგინა.

ავტობუსები მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში იქნა შესყიდული. 220 ერთეული „იზუსუს“​ მარკის რვაეტრიანი ავტობუსები, ისევე როგორც „მანის“​ მარკის ავტობუსები მუშაობს euro 6 ემისიის სტანდარტის დიზელის ძრავზე. რვამეტრიანი ავტობუსები გათვლილია 53 მგზავრზე, აქედან 21 დასაჯდომი ადგილით, ხოლო„მანის“​ მარკის ავტობუსები კი სულ 82 მგზავრზე და აქედან 27 დასაჯდომი ადგილია. ორივე მარკის ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე და გააჩნია გადმოსაშლელი პანდუსი, ეტლით ავტობუსში ასვლის უზრუნველსაყოფად. ავტობუსში განთავსებულია როგორც wifi-მოდემი, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი ავტობუსის wifi-ს სიგნალით დაფარვას, ასევე თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდენცირებისა და ვენტილაციის სისტემები. ავტობუსს გააჩნია ანტივანდალური ვიდეო მონიტორინგისა და საინფორმაციო ხმოვანი შეტყობინებების სისტემები და usb-დამტენები.

დედაქალაქმა დამატებით 38 ერთეული „იზუსუს“​ მარკის რვამეტრიანი და 16 ერთეული „მანის“​ მარკის 10 მეტრიანიავტობუსი მიიღო.

ავტობუსები ეტაპობრივად ერთი კვირის განმავლობაში შემდეგ მარშრუტზე გადანაწილდებიან. ესენია:

N7 – სოფელი დიღომი – მეტროსადგური „დიდუბე“

N12 – დიდი ლილო – მეტროსადგური „ისანი“

N13 – მეტროსადგური „დელისი“ – უნივერსიტეტის ქუჩა

N19 – ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონი – ზემო ფონიჭალა

N36 – ლოტკინის დასახლება – რკინიგზის გადასასვლელი ხიდი

N48 – ჟღენტის ქუჩა – რკინიგზის გადასასვლელი ხიდი

N54 – დიდი დიღომი, მეოთხე მიკრორაიონი-უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი

N57 – სამგორის ქუჩა – კრწანისის ქუჩა

N65 – დოლიძის ქუჩა -რკინიგზის სადგური

N68 – 9 ძმის ქუჩა – სადგურის მოედანი

N75 – ზღვის უბნის მესამე მიკრორაიონი – მეტროსადგური „სარაჯიშვილი“

N77 – ტუბდისპანსერი – რკინიგზის სადგური

N80 – ორთაჭალის ქუჩა – ბარათაშვილის ქუჩა

N110 – მახათას მთა – რკინიგზის გადასასვლელი ხიდი

N122 – მუჯირიშვილის ქუჩა – სადგურის მოედანი

ხოლო, 6 დეკემბერს №37 სამარშრუტო ხაზზე (აეროპორტი – სადგურის მოედანი) „მანის“ მარკის 10-მეტრიანი ახალი ავტობუსები გავლენ. N37-ზე აქამდე მოძრავი „მანის“ მარკის 12-მეტრიანი ავტობუსები დიდი მოცულობის „ბოგდანის“ მარკის ძველ ავტობუსებს ჩაანაცვლებენ მარშრუტებზე:

N15 – დიდი დიღომი, მეოთხე მიკრორაიონი-სადგურის მოედანი.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ 2019 წელს 90 ერთეული 10-მეტრიანი „მანისა“​ და 220 ერთეული რვამეტრიანი „იზუსუს“​ მარკის ავტობუსი შეიძინა. ოქტომბრის დასაწყისიდან დღემდე შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ავტოპარკი 83 ერთეული „ისუზუს“ მარკის ავტობუსით შეივსო, რომლებიც უკვე 16 მარშრუტს ემსახურება.

წინა პოსტი

„არაა გამორიცხული, რომ მათ გახურებულ ტვინებში ბიძინა ივანიშვილის მოცილების სხვადასხვა ვარიანტიც განიხილებოდეს“

შემდეგი პოსტი

უნდა იმარხულოს თუ არა ბავშვმა და რა უნდა ვიცოდეთ საშობაო მარხვის შესახებ