მთავარი»სამართალი»თბილისის 116-ე სკოლაში მერვეკლასელი სავარაუდოდ, მეათეკლასელმა დაჭრა

თბილისის 116-ე სკოლაში მერვეკლასელი სავარაუდოდ, მეათეკლასელმა დაჭრა

8
გაზიარებები
Pinterest Google+

დაპირისპირება თბილისის 116-ე სკოლაში – მერვე კლასის მოსწავლე სავარაუდოდ მეათე კლასელმა დაჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას “ნიუპოსტი” ექსკლუზიურად აქვეყნებს.

ფაქტი “ნიუპოსტს” კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა, რომელიც ამბობს, რომ სკოლის დირექცია აღნიშნულის მიჩუმათებას ცდილობს მისივე მტკიცებით მოსწავლეს ჭრილობა მუცლის არეში დანით აქვს მიყენებული, წყაროს ინფორმაციით, შემთხვევა სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას მოხდა.

მომხდართან დაკავშირებით მეორე ვერსიაც ვრცელდება, რომლის მიხედვითაც მოსწავლე საწერი კალმით ფეხის არეში მსუბუქადაა დაჭრილი.

ადგილზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

წინა პოსტი

ნათია თურნავა: პროფესიული განათლების სექტორის მხარდაჭერა არის ჩვენი ერთ-ერთი მაღალი დონის პრიორიტეტი

შემდეგი პოსტი

„პუტინმა და პუტინის ადმინისტრაციამ მოგიკითხა, შე იდიოტო“ - ვაშაძე მდინარაძეს