მთავარი»პოლიტიკა»თამარ ჩუგოშვილი რუსული დელეგაციის მიღებაზე: მე ამ რისკზე არ წავიდოდი

თამარ ჩუგოშვილი რუსული დელეგაციის მიღებაზე: მე ამ რისკზე არ წავიდოდი

2
გაზიარებები
Pinterest Google+

47 წევრ საგარეო საქმეთა მინისტრს შორის რუსეთიცაა. თუ ვატარებთ ევროპის საბჭოს მინისტერიალს, მაშინ რუსეთიც უნდა შემოვუშვათ. ამან შეიძლება ისეთი პროცესები გამოიწვიოს, რომ ხელისუფლებამ ვითარებაზე კონტროლო დაკარგოს, – ამის შესახებ დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა საქართველოში მინისტერიალის გამართვის შემთხვევაში რუსეთის დელეგაციის შესაძლო ვიზიტზე განაცხადა.

„ნებისმიერ სხვა მოცემულობაში – რომ არ გვქონდეს ივნისის ამბები გამოვლილი და ჩვენთან არ იყოს ის ფონი, რაც არის, ნებისმიერი ქვეყნისთვის იქნებოდა მნიშვნელოვანი, ემასპინძლა ევროპის საბჭოს მინისტერიალისთვის. ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრებაა და რა თქმა უნდა, სხვა სიტუაციაში ეს იქნებოდა საქართველოსთვის შესაძლებლობა საქართველოს თემატიკაზე გაგვემახვილებინა ყურადღება. დღეს გვაქვს სხვა კონტექსტი, სხვა ვითარება, მძიმე ივნისის მოვლენების გათვალისწინებით უმწვავესი პოლიტიკური ფონია. აი, ამ 47 წევრ საგარეო საქმეთა მინისტრს შორის არის რუსეთიც. თუ ვატარებთ (მინისტერიალს), მაშინ რუსეთიც უნდა შემოვუშვათ. ამან შეიძლება ისეთი პროცესები გამოიწვიოს, რომ ხელისუფლებამ ვითარებაზე კონტროლო დაკარგოს, რასთანაც ახლოს ვყოფილვართ. შესაბამისად, მე ასეთ რისკზე არ წავიდოდი და სხვა გამოსავალს ვიპოვიდი, რათა ამ რისკის წინაშე ქვეყანა არ დავაყენო. ვფიქრობ, მარტივია, რატომ უნდა გადადგა ასეთი ნაბიჯი. იმის ნაცვლად, რომ 47 ევროპულ ქვეყანას შენ ქვეყანაზე ელაპარაკო, შეიძლება, სრულიად გაგექცეს პროცესები. მე ამ რისკზე არ წავიდოდი“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრის, გრიგორი კარასინის განცხადებით, რუსეთის დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაში, რომელიც მაისში თბილისში უნდა გაიმართოს.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალიამ კარასინის განცხადების საპასუხოდ თქვა, რომ საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, ორგანიზაციის წესდების შესაბამისად მოქმედებს.

წინა პოსტი

თურქეთის ხელისუფლებამ რუსეთის საელჩოს დაცვა გააძლიერა

შემდეგი პოსტი

მარკ ესპერი - მადლობელი ვართ საქართველოსი, გლობალური უსაფრთხოების სფეროში შეტანილი მრავალჯერადი წვლილისთვის