მთავარი»საზოგადოება»ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტს გლდანში ფიზიკურად გაუსწორდნენ

ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტს გლდანში ფიზიკურად გაუსწორდნენ

0
Shares
Pinterest Google+

ტელეკომპანია პირველი აცხადებს, რომ არხის ჟურნალისტ თათია ჩაფიჩაძეს მუშაობისას ხელი დაარტყეს. ჟურნალისტის, დიანა ტრაპაიძის განცხადებით, ჩაფიჩაძე თბილისში, გლდანში ტელეფონით ცდილობდა გადაღებას, რეგიონებში ავტობუსით როგორ გადაყავთ ამომრჩევლები. მას სწორედ, ამ დროს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.

ტრაპაიძის თქმით, ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტმა უკვე გამოიძახა პოლიცია. ადგილზე ტელეარხის სხვა გადამღები ჯგუფიც მიემართება.

ჟურნალისტმა თათია ჩაფიჩაძემ პირდაპირ ეთერში სატელეფონო ჩართვისას თქვა, რომ მას შეურაცხყოფა მიაყენეს ადამიანებმა, რომლებსაც აცვიათ მაისურები წარწერით “არა ნაცებს”. მათ ავტობუსებით ამომრჩევლები გადაჰყავთ რეგიონებში.

მისი თქმით, მეტრო ახმეტელის ტერიტორიაზე იყვნენ მობილიზებული ადამიანები, რომლებსაც ეცვათ მაისურები წარწერით “არა ნაციზმს”. ჟურნალისტი ამბობს, რომ დაინტერესდა მათი იქ ყოფნის მიზეზით, რადგან დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ადგილიდან არ დაძრულან. ჩაფიჩაძის თქმით, მათი გაღიზიანება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ვიდეოს მობილურით იღებდა და იქ ყოფნის მიზეზს ეკითხებოდა.

წინა სტატია

პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება

შემდეგი სტატია

მოქალაქეებს მოვუწოდებ, დააფიქსიროს არჩევანი, ითამაშოს გადამწყვეტი როლი ქვეყნის ხელისუფლების ფორმირების პროცესში, - გიორგი მარგველშვილი

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.