მთავარი»ეს საინტერესოა»ტელეკომპანია “პირველის” ოპერატორები “ელგებეტე” თემის წევრთა გადაღებაზე უარის გამო სამსახურიდან დაითხოვეს

ტელეკომპანია “პირველის” ოპერატორები “ელგებეტე” თემის წევრთა გადაღებაზე უარის გამო სამსახურიდან დაითხოვეს

6
გაზიარებები
Pinterest Google+

ტელეკომპანია “პირველიდან” ყველა ოპერატორი გაათავისუფლეს, ამის შესახებ ტელევიზიის ერთ-ერთი თანამშრომელი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს და კოლეგებისგან ითხოვს სოლიდარობას: “სოლიდარობა ჩვენს კოლეგებს, მეგობრებს და თავისი საქმის პროფესიონალებს!!! ბიჭებო, თქვენ არ ხართ მარტო, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ!!! თხოვნა იქნება, რომ გააზიაროთ, რათა ყველამ ნახოს, რომ ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ”!!!

როგორც სააგენტო “ლიდერმა” სანდო წყაროზე დაყრდნობით გაარკვია, ტელეკომპანია “პირველის” ორმა ოპერატორმა უარი განაცხადა “ელგებეტე” თემის წევრთა გადაღებაზე და ისინი მყისიერად დაითხოვეს სამსახურიდან. ამას მოჰყვა დანარჩენი ოპერატორების პროტესტი, რაზეც ასევე მყისიერად მიიღო გადაწყვეტილება ტელევიზიის ხელმძღვანელობამ და ისინიც გაუშვეს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge
წინა პოსტი

რომი, ვატიკანი - სასულიერო პირები "ჯიპების" გარეშე

შემდეგი პოსტი

ფრთხილად: უკრაინაში ქართველების მიერ "დამზადებული" ყალბი ვიზების გამო ადამიანები კოტრდებიან