მთავარი»სამართალი»ტელეკომპანია „იბერიას“ 33 ყოფილი თანამშრომლისთვის 77 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა

ტელეკომპანია „იბერიას“ 33 ყოფილი თანამშრომლისთვის 77 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა

5
გაზიარებები
Pinterest Google+

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ, ტელეკომპანია „იბერიას“ ყოფილი 33 თანამშრომლის სასარგებლოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმე მოიგო.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების განცხადებით, ყოფილი თანამშრომლები ტელეკომპანიისგან კომპენსაციის გადახდას და ასევე ნამუშევარი 6 დღის ანაზღაურებას მოითხოვენ.

„დავა ერთი წელია გრძელდება. ტელეკომპანიის თანამშრომლები სამსახურიდან გაუფრთხილებლად 2018 წლის ოქტომბერში გაათავისუფლეს. ტელეკომპანიისთვის დაკისრებულმა თანხამ 77 000,00 ლარი შეადგინა. „იბერიას“ ყოფილი 33 თანამშრომლის ინტერესებს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება იცავს“, – ნათქვამია პროფკავშირების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წინა პოსტი

ეს ყველაფერი კეთდება თვალის ასახვევად - რომან გოცირიძე ევროპარლამენტის ფაქტების შესწავლელი მისიის ჩამოსვლაზე

შემდეგი პოსტი

ცემის კვალი რომ გაქრა, ექსპერტიზა მერე ჩამიტარეს - „შეცვალეს” აქტივისტი