მთავარი»საზოგადოება»ჭოპორტში ნაწამები ძაღლი მამა სებასტიანემ შეიფარა

ჭოპორტში ნაწამები ძაღლი მამა სებასტიანემ შეიფარა

9
Shares
Pinterest Google+

 

რამდენიმე დღის წინ თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოფელ ჭოპორტში ჰასკი მავთულით ჩამოკიდეს და ხელკეტით ყბის ძვლები ჩაუმსხვრიეს.

საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. გუშინ კი თავშესაფარმა საზოგადოებას კარგი ამბავი ამცნო:

“ჭოპორტში ნაწამები ჰასკის ამბავი მამა სებასტიანეს ყურამდეც მივიდა . დღეს ჩამობრძანდა თავშესაფარში , მოინახულა ძაღლი და ბოთლით ბულიონი ჩამოუტანა. მოგეხსენებათ, რომ ყბა აქვს მოტეხილი და დამოუკიდებლად საკვებს ვერ ჭამს. ხაშურში , სოფელი წრომის დედაღვთის მონასტერში მსახურობს მამა სებასტიანე. რამდენიმე ტრავმირებული ძაღლი მყავს მიკედლებული და ნამკურნალები, თუ გამატანთ ამასაც მივხედავო. გავატანეთ.

ლეკვების ვოლიერიდან ერთი ლეკვი განსაკუთრებით აქტიურობდა, თითქოს

მამაოს ყურადღების მიქცევას ცდილობდა. შეუმჩნეველი არ დარჩა ლეკვის აქტიურობა , აიყვანა ხელში და გულში ჩაიხუტა. საოცარი სითბო და სიმშვიდე იგრძნობოდა თავშესაფარში მამა სებასტიანესაგან. წასვლისას დალოცა თავშესაფარი , წაიყვანა ლეკვი და ძაღლი”, – ნათქვამის გავრცელებულ ინფორმაციაში.

წინა სტატია

საქართველოს საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

შემდეგი სტატია

„ზვიად გამსახურდია გაოგნებული უყურებდა - ვინ დაუბინდა გონება და ვინ დაწამლა ეს ახალგაზრდები ასეო...“