მთავარი»Slider»ჭოხონელიძის გაგდებული ლუკმა ლომჯარიას ჯამში ჩავარდა

ჭოხონელიძის გაგდებული ლუკმა ლომჯარიას ჯამში ჩავარდა

7
Shares
Pinterest Google+

ჭოხონელიძემ ლუკმა გააგდო და ლომჯარიას ჯამში ჩააგდო, – ასე აფასებენ ფეისბუქზე თამარ ჭოხონელიძისადმი სახალხო დამცველის მიერ გამოხატულ მხარდაჭერას.
საქართველოს სახალხო დამცველი მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძის მიერ, ტელეკომპანია პირველის ეთერში, 17 მაისთან დაკავშირებით გამოხატულ პოზიციას მიესალმება, ამის შესახებ ნინო ლომჯარია ფეისბუქში წერს:
“მინდა ჩემი პატივისცემა გამოვხატო ქ-ნი თამრიკო ჭოხონელიძის მიმართ, რომელმაც TV პირველის ეთერში ძალიან სწორი და ჯანსაღი სამოქალაქო პოზიცია დააფიქსირა ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობის, ურთიერთპატივისცემის და შემწყნარებლობის დასაცავად. მინდა ვუთხრა მასაც და მის მდგომარეობაში მყოფ სხვა მოქალაქეებს, რომ ის “სიძულვილი”, რასაც, ალბათ, სოციალურ ქსელებში ბოლო პერიოდში აწყდებიან, ძალიან ხელოვნური, გადაჭარბებული და ხშირ შემთხვევაში არარსებულია.
ეს საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი და ვიცი. ეს “სიძულვილი” და “აგრესია” ხელოვნურად შექმნილი და ორგანიზებულია გარკვეული ჯგუფების მიერ იმისთვის, რომ ადამიანებს, რომლებიც თავისუფლად და გაბედულად აფიქსირებენ აზრს, დამაშინებელი გარემო შეუქმნან, შექმნან შთაბეჭდილება, თითქოს ბევრი ფიქრობს ასე და შენ ხარ უმცირესობაში, დათრგუნონ ადამიანებში აზრის თავისუფლად გამოხატვის სურვილი და ამით “აშანტაჟონ” პოლიტიკოსები, ხელისუფლება, პოლიტიკური პარტიები, ინსტიტუციები, კანდიდატები – გაატარონ მათთვის სასურველი პოლიტიკა.
ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ყველამ თავისუფლად, არააგრესიულად და არგუმენტირებულად გამოხატოს თავისი პოზიცია და ამიტომ ქ-ნი თამრიკოს პოზიციონირება მჯერა, რომ გადამდები იქნება სხვებისთვისაც.
საზოგადოებამ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ არ ვართ ისეთი “პრიმიტიულები”, როგორც ზოგიერთ პოპულისტს სურს რომ წარმოგვაჩინოს, ჩვენ არ ვართ ისეთი აგრესიულები, როგორც რამოდენიმე ჯგუფი ცდილობს, რომ სოციალურ ქსელში დახატოს. მე ბევრ ადამიანს ვხვდები და ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, ხალხს უნდა არა პოპულიზმი, აგრესია და ექსტრემიზმი, არამედ კრიტიკული, ობიექტური და ჯანსაღი პოზიციონირება. ასე რომ, საზოგადოება ძალიან სწორად აკეთებს დასკვნებს, სად არის საღი აზრი.”

“ჩემი აზრით ეს არ არის რელიგიური კუთხით, ეს უფრო საპატრიარქოს პოლიტიკაა და ეს ყველაფერი დამტკიცდა 2013 წელს, როდესაც რუსთაველის გამზირზე ხალხი შეიკრიბა ჰომოფობიასთან ბრძოლისთვის და ისინი ამბობდნენ, რომ ეს ყველაფერი ცუდია, მახსოვს, რომ საპატრიარქო განზე არ იდგა. მე, როგორც მოქალაქე, რატომ ვარ ვალდებული, რომ ეკლესიის პოლიტიკას ბრმად გავყვე? სხვათაშორის, პატრიარქს ძალიან კარგად ვიცნობ, მე მას ძალიან ვუყვარვარ და მე ის ძალიან მიყვარს. როდესაც მე დავინახე დაპირისპირება და ამის საშიშროება. დამაბრალეს ისეთი უნამუსობა და საერთოდ, ქართველმა ხალხმა გამოავლინა ის საშინელი სიბნელე, რომელსაც კი ველოდებოდი, მაგრამ მთლად ასეთს არა. ჩენ ვყოფილვართ ის ხალხი, რომელსაც ერთ წამში შეგვიძლია გადავთელოთ ერთმანეთი, რაც გავიკეთებია, არაფერი აღარ არსებობს. ასე გვეზიზღებოდეს ერთმანეთი? ხალხო რა დაგემართათ?  ასეთი ზიზღით როგორ დადიხართ ამ ქვეყანაზე?  მე ვარ გაოგნებული. მინდა გთხოვოთ, გემუდაროთ და როგორც ქალმა ჩემი პოზიცია დაგიფიქსიროთ, რომ დაპირისპირების შიშის გამო გავაკეთე ეს ყველაფერი, ასე როგორ გამიმეტეთ ან მე, ან ნატო მეტონიძე, ან ნინო ქათამაძე, ჩვენ არაფერი გაგვიკეთებია საქართველოსთვის? არ გრცხვენიათ ამხელა ზიზღის გამოვლენა? “- განაცხადა თამრიკო ჭოხონელიძემ გადაცემაში “რეაქცია.”

წინა სტატია

როგორ გაიმეტა სასიკვდილოდ პირველმა ლედიმ, სანდრა რულოვსმა, ოთხი წლის ბავშვი, დედამისი და მოხუცი ბებია

შემდეგი სტატია

„არ გამაჩნია საკუთარი ბინა, 11 ოპერაცია მაქვს გამოვლილი კლინიკური სიკვდილის ჩათვლით..“ - ნიკოლოზ რაჭველი

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *