მთავარი»სამართალი»TBC ბანკიდან გადახდის აპარატი მოიპარეს

TBC ბანკიდან გადახდის აპარატი მოიპარეს

5
Shares
Pinterest Google+

 

სენაკის ცენტრიდან TBC ბანკის გადახდის აპარატი მოიპარეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით, რაიონულ სასამართლოსა და პროკურატურის შენობებიდან რამდენიმე მეტრში მოხდა. შსს-ს ცნობით, წაღებულია დაახლოებით 8 ათას ლარამდე.

მოპარული ბანკომატი პროკურატურის გვერდით მდებარე ეზოში შეიტანეს, დაამსხვრიეს და იქვე დატოვეს.

ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ, ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.

როგორც „პრაიმტაიმს” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. ამ დრომდე დაკავებული არავინ არის.

პრაიმტაიმი

წინა სტატია

„გადაიდოს ყოველგვარი რეგულაცია ტაქსებზე“ - ტაქსის მძღოლებმა მორიგი აქცია დააანონსეს

შემდეგი სტატია

უბედური შემთხვევა - სატვირთოს მძღოლი საკუთარი მანქანის ქვეშ მოჰყვა და დაიღუპა

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.