მთავარი»საზოგადოება»“ტაქსის მძღოლებს ექნებათ შესაძლებლობა აიღონ სესხი იმისთვის, რომ ძველი ავტომობილები ახლებით ჩაანაცვლონ“

“ტაქსის მძღოლებს ექნებათ შესაძლებლობა აიღონ სესხი იმისთვის, რომ ძველი ავტომობილები ახლებით ჩაანაცვლონ“

9
Shares
Pinterest Google+

 

„ტაქსის მძღოლები, რომელთაც შემოსავალი არ უფიქსირდებათ, ბანკებიდან სესხის აღებას შეძლებენ“-ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მერის თქმით, მათ ჰქონდათ კომუნიკაცია საბანკო სექტორთან და მიღწეულია შეთანხმება, ტაქსის მძღოლებისთვის სპეციალური შეთავაზება გაკეთდეს.

„ტაქსის მძღოლებთან შეხვედრისას, მათ დასვევს ასეთი პრობლემა, რომ მათი შემოსავალი არსად არ არის აღრიცხული და უჭირთ ბანკში სესხის აღება, ავტომანქანების გამოყვანა და ა.შ

ეს სერიოზული პრობლემაა მათთვის. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია საბანკო სექტორთან და მივაღწიეთ შეთანხმებას, 3-4 დღის განმავლობაში ბანკები გააკეთებენ ამაზე განცხადებას და იქნება კონკრეტული შეთავაზებები ტაქსის მძღოლებისთვის, სპეციალური პროგრამები კეთდება, სადაც მათ ექნებათ შესაძლებლობა აიღონ სესხი და თანხა იმისთვის, რომ მათ ჩაანაცვლონ ძველი ახალი ავტომობილებით. იქნება იაფი კრედიტები იმისთვის, რომ მოხდეს ხელშეწყობა ტაქსის მძღოლებისთვის“-განაცხადა კახა კალაძემ.

წინა სტატია

ხარაგაულში აღმოჩენილი მღვიმე სავარაუდოდ 50-60 ათასი წლის წინანდელია

შემდეგი სტატია

ეროვნულ გამოცდებზე 41000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.