მთავარი»სამართალი»სვანეთში სამ ტურისტ ქალს ეძებენ

სვანეთში სამ ტურისტ ქალს ეძებენ

7
გაზიარებები
Pinterest Google+

 

სვანეთში, თეთნულდზე დაკარგულ სამ ტურისტს ეძებენ. საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, ბელარუსი ტურისტების დაკარგვის შესახებ შეტყობინება 112-ში დღეს, საღამოს შევიდა. როგორც ცნობილია, სამივე ტურისტი ქალია. ორი მათგანი 60 წლამდე, ხოლო ერთი 36 წლამდე ასაკისაა.

არსებული ინფორმაციით, როდესაც ტურისტების ჯგუფი მწვერვალიდან ბანაკისკენ ბრუნდებოდა, სამი ტურისტი ჯგუფის წინ წავიდა, რის შემდეგაც ისინი მათთან ერთად ჯგუფში მყოფ ტურისტებს აღარ უნახავთ.

სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მეხანძრე მაშველები ადგილზე რჩებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადასტურებს, რომ სამი ტურისტის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. უწყების ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ხვალ დილიდან განახლდება და საჭიროების შემთხვევაში, პროცესში სასაზღვრო სამსახურის ვერტმფრენიც ჩაერთვება.

1ტვ

წინა პოსტი

ოთარ აბესაძეს ქრთამის აღება არ დაუდასტურდა

შემდეგი პოსტი

"მარგინალმა სააკაშვილმა ახალი თემა შემოუგდო ნაცმოძსა და ანასხლეტებს"