მთავარი»საზოგადოება»„სულ შენს ფოტოებს რომ ვდებდი, მეტჯერ სად გადაგიღო დეო?“ – ექსკურსიზე დაღუპული 16 წლის გოგონას დედა ემოციურ წერილს აქვეყნებს

„სულ შენს ფოტოებს რომ ვდებდი, მეტჯერ სად გადაგიღო დეო?“ – ექსკურსიზე დაღუპული 16 წლის გოგონას დედა ემოციურ წერილს აქვეყნებს

8
Shares
Pinterest Google+

 

ექსკურსიზე დაღუპული 16 წლის გოგონას დედა ლანა ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს აქვეყნებს:

“სრული სისულელე ალბათ ან გამოშტერების პიკი, რაც მჭირს. არ შეიძლება ნორმალური დედა შვილის საფლავს ფოტოს უღებდეს და აქ დებდეს, მაგრამ სულ შენს ფოტოებს რომ ვდებდი, მეტჯერ სად გადაგიღო დეო? ეს შენი ბოლო კადრია ჩემი ხელიდან… შენი და ჩემი ნავთსაყუდელი. ადგილი, სადაც ერთად უნდა ვიყოთ. ადგილი, სადამდე გზაც უნდა გავიზეპირო, ვიმეორო და ვიმეორო გოჯ-გოჯ ისე, თვალის ჩინი რომ წამერთვას დეე, მაინც მოგაგნო და მოვეფერო ქვას, რომელზეც შენ მყავხარ. მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს დეო (მე ათასს გისრულებდი), მიშველე რაც შეძლო, ისე მალე”, – წერს გოგონას დედა.
შეგახსენებთ, რომ 26 მაისს 16 წლის სოფი ნიკოლეიშვილი ლაგოდეხში ექსკურსიისას დაიღუპა.

წინა სტატია

„SOS საქართველოს მთავრობა! სიღნაღი მეორე დღეა წყვდიადშია!! კავშირი სამყაროსთან დავკარგეთ!!!!“

შემდეგი სტატია

რატომ არის სახიფათო თბილისის ზღვაზე ბანაობა ლისისა და კუს ტბებისგან განსხვავებით?