მთავარი»Slider»„სწორედ თქვენზეა ნათქვამი, ძვირფასო მასწავლებლებო – ,, რაც მოგივა დავითაო…”

„სწორედ თქვენზეა ნათქვამი, ძვირფასო მასწავლებლებო – ,, რაც მოგივა დავითაო…”

3
Shares
Pinterest Google+

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ყოფილი პრეზიდენტი და ევროპის მასწავლებელთ პროფკავშირების ყოფილი ვიცი პრეზიდენტი მანანა ღურჭუმელიძე, რომელიც წლებია, კანადაში, პოლიტიკური დევნილის სტატუსით იმყოფება, რუსთავის მე-5 სკოლაში მომხდარ ინცინდენტს სოციალურ ქსელში ეხმიანება:

„ამ სტატუსის იდეა რუსთავში მომხდარმა ინცინდენტმა მიკარნახა, კონკრეტულად კი მეექვსეკლასელი მოსწავლის მიერ მასწავლებლის კიბეზე დაგორების ფაქტმა… ვგრძნობ, რაოდენ ტრავმირებულია პედაგოგი, როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად, მაგრამ მაინც უნდა გამოვხატო გაოცება, – რატომ და როგორ დატოვა მან მოსწავლის საქციელი რეაგირების გარეშე? რატომ თავად არ დაინტერესდა, რით იყო განპირობებული მოზარდის ასეთი საქციელი? რატომ პირადად არ დაელაპარაკა ბავშვს?! მანდატურის ჩარევა ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით, სრულიად უადგილოა.
თუმცა, ამ სტატუსს სულ სხვა მიზეზით ვწერ. მახსოვს, 2006-7 წლებში განათლების სამინისტროს ინიციატივით შეიმუშავეს და სკოლებში განსახილველად დაარიგეს ,,მოსწავლეთა ეთიკის კოდექსის” პროექტი. ამ დოკუმენტმა მოიარა საქართველოს ყველა სკოლა, იგი კამპანიური წესით, “გულდასმით განიხილეს” მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა , შეიტანეს წინადადებები, შესწორებები და უკან დაუბრუნეს განათლების სამინისტროს. სამინისტრომაც დაამტკიცა, მერე დაბეჭდეს სამინისტროს ატრიბუტიკით გაფორმებული და გამშვენიერებული დაურიგეს სკოლებს, სადაც ყველა კლასში თვალსაჩინო ადგილზე გამოაკრეს კლასის დამრიგებლებმა.
და რა ეწერა ამ ეთიკის კოდექსში ისეთი, რამაც ჩემი, როგორც მოსწავლეებისა და მასწავლებელთა უფებების დამცველის გაღიზიანება გამოიწვია?
პირველი, რამაც გამაოცა, იყო ის, რომ მასწავლებლებს დოკუმენტი არა თუ განხილული , წაკითხულიც არ ჰქონდათ . როგორც წესად იყო მიღებული, ისე გაატარეს და პატაკი ჩააბარეს სამინისტროს …
მოკლედ, რა წერია ამ დოკუმენტში მოსწავლის მიერ მასწავლებლის ფიზიკური შეურაცხყოფის შემთხვევაში.
თუ მოსწავლე მასწავლებელს ფიზიკურ შერაცხყოფას მიაყენებს (ცემს, კვანტს დაუდებს, წააქცევს, კიბეზე დააგორებს….), პირველ ჯერზე იგი ისჯება იძულებითი შრომით, მაგ. ბიბლიოთეკა უნდა დაალაგოს. თუ ფაქტი განმეორდა, შრომა მძიმდება და უკვე ეზოს დალაგებას უსჯიან . თუ კიდევ მოხვდა მასწავლებელს მოსწავლისაგან, უკვე დაისმება საკითხი, ეგებ სხვა სკოლაში ,,მიხედოს” ამ მოსწავლემ მოურჯულებელ მასწავლებლებს.
ეს ხუმრობა არაა, სამწუხაროდ. დავინტერესდი, რაიმე ცვლილება ხომ არ მოხდ ამ კუთხით, მაგრამ სანუგეშო ვერაფერაფერი ვნახე, გარდა იმისა, რომ ,,დაღლილ “მოსწავლეს 15 დღით ,,სჯიან “და სკოლის კარს ,,უკეტავენ”.
სწორედ თქვენზეა ნათქვამი, ძვირფასო მასწავლებლებო – ,, რაც მოგივა დავითაო…”

შეგახსენებთ, რომ რუსთავის მე-5 საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელი ნანა წიქარიშვილი მე-6 კლასელ მოსწავლეს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. პედაგოგის განცხადებით, გოგონამ მას ხელი კრა და კიბეებზე დააგორა. მასწავლებელი კლინიკა რუსთავში გუშინ შეიყვანეს და ამ დრომდე მკურნალობის კურსს გადის.

წინა სტატია

სინამდვილეში რა მოხდა შინდისში, ამას აუცილებლად გაიგებს საზოგადოება

შემდეგი სტატია

„მე ვატარებ ჯვარს“ - მიხეილ სააკაშვილი მასსა და გიგა ბოკერიას შორის „ფუნდამენტურ განსხვავებებზე“ ალაპარაკდა