მთავარი»Slider»„SOS საქართველოს მთავრობა! სიღნაღი მეორე დღეა წყვდიადშია!! კავშირი სამყაროსთან დავკარგეთ!!!!“

„SOS საქართველოს მთავრობა! სიღნაღი მეორე დღეა წყვდიადშია!! კავშირი სამყაროსთან დავკარგეთ!!!!“

11
Shares
Pinterest Google+

 

სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე, ჟურნალისტი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს:

ახლა კარგად მომისმინეთ!!!
შევაწუხე ყველა ჩემი ნათესავი და მეგობარი საფრანგეთში!
გადავადებინე შვებულებები ბალიზე და სეიშელებზე, დავუჩოქე და ვუთხარი, რუსეთი ეკონომიკურ სანქციებს გვიწესებს და სოლიდარობის ამბავში გვერდზე დაგვიდექით თქო!
გუშინ ჩამოვიდნენ, პატარა ბავშვებით, მშობლებით, ბევრი ბარგით…
დავხვდი აეროპორტში მანქანებით, წამოვიყვანე სიღნაღში და ფაფუ…
არც შუქი, არც წყალი უკვე 16 საათია!!!!!
ასე ხდება მინიმუმ დღეგამოშვებით 2-3 საათით!!!
რა ვქნათ??? კულტურული ძეგლები და სიღნაღის კედელი ვაჭამო????
მივმართავ ეკონომიკის სამინისტროს!!!
ტურიზმის დეპარტამენტს!!!
შუაგულ კახეთში, ტურისტული სეზონის დროს, “ენერგოპრო” ეწევა ღია საბოტაჟს!!!
გარდა იმისა, რომ ყოველ დღე 2-3 საათით ითიშება დენი, ახლა უკვე 14 საათია ვართ უშუქოდ, რამაც გამოიწვია ტურისტების სრული გადინება!!!
ვინ აგებს ამაზე პასუხს?!
ძლივს ჩამოყვანილი ევროპელები უკანმოუხედავად გარბიან!
სასტუმროები გაკოტრდა!!!
ამ ქვეყანას ჰყავს პატრონი?!
SOS საქართველოს მთავრობა.
სიღნაღი მეორე დღეა წყვდიადშია!! ტელეფონებიც დაჯდა!!!!
კავშირი სამყაროსთან დავკარგეთ!!!!
ტურისტი გაიქცა..
სიღნაღი!
ველოდები კახეთის ადმინისტრაციის უფროსების განცხადებებს!
მეგობრებო, ამ გაუგონარი პროვოკაციით დაზარალებულმა სასტუმროს მეპატრონეებმა პირადში მომწერეთ!
მოვითხოვოთ ენერგო-პროსგან ჯერ კომპენსაცია და მერე საქართველოს ბაზრიდან გასვლა!!!“ – წერს ლალი მოროშკინა.

 

წინა სტატია

„ის ქვეყანა, რომლის მოქალაქეც ვარ, ჩემი ბავშვობის ზღაპრულ ქვეყანას ემტერება. მაპატიეთ!"

შემდეგი სტატია

„სულ შენს ფოტოებს რომ ვდებდი, მეტჯერ სად გადაგიღო დეო?“ - ექსკურსიზე დაღუპული 16 წლის გოგონას დედა ემოციურ წერილს აქვეყნებს