მთავარი»ეს საინტერესოა»“სომხური” მართვის მოწმობები – გზა ციხისკენ

“სომხური” მართვის მოწმობები – გზა ციხისკენ

17
Shares
Pinterest Google+

შესაძლოა, უახლოეს მომავალში ყალბი პირადობის მოწმობის შეძენა-შენახვა-გამოყენების ბრალდებით უამრავი მძღოლი დააკავონ. როგორც ირკვევა, ზოგმა ავტომოყვარულმა მეზობელ სომხეთში მართვის მოწმობის მიღების იოლი გზა აღმოაჩინა, რაც სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ძვირად დაუჯდა. „პროგრესნიუსს“ „ანტიკორუფციული კავშირის“ თავმჯდომარე  გიორგი ბურჯანაძე ესაუბრა:

 

_ ბოლო დროს, საქართველოში ძალიან გახშირდა სომხეთიდან შემოტანილი, გაყალბებული მართვის მოწმობის გამოყენების შემთხვევები, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია და ჯარიმით ან 3 წლამდე პატიმრობით ისჯება.
_ სომხეთში ქართული მართვის მოწმობები მზადდება?
_ არა, სომხური მართვის მოწმობაა, მაგრამ ყალბი. სამწუხაროდ, ზოგიერთებმა გამოცდების ჩაბარებას და მართვის მოწმობის კანონიერად აღებას გაყალბებულ მოწმობებში 600-700 დოლარის გადახდა არჩიეს. სომხეთში ჩადიან, ყალბ მოწმობებს ყიდულობენ და ჩვეულებრივად დადიან, სანამ მათი მოწმობები სამართალდამცავების ხელში არ მოხვდება. უკვე უამრავი ყალბი მოწმობაა ამოღებული და უამრავი სისხლის სამართლის საქმე აღძრული. ეს არის სატყუარა, რომლითაც ავტომფლობელები ხაფანგში ებმებიან და ციხეში მიდიან.
_ ამ დროისთვის, რამდენი ადამიანია პასუხისგებაში მიცემული?
_ ზუსტ ციფრებს ვერ გეტყვით, თუმცა ჩვენთან რამდენიმე დაზარალებული მოვიდა და ახლა იურიდიულ მომსახურეობას ვუწევთ. საპატრულოსთანაც გვქონდა საუბარი.. ბოლოს და ბოლოს, ის თუ შეიძლება, რომ სიგარეტზე ავადმყოფი ბავშვი და ყელგახვრეტილი კაცი დამიხატო, რა გახდა ერთი სარეკლამო რგოლის გაკეთება და ადამიანების გაფრთხილება, რომ მსგავსი ქმედება დანაშაულია? თქვენი გვერდის საშუალებით, მინდა მძღოლები გავაფრთხილო – ადამიანებო, იყავით ფრთხილად, ნუ შეხვალთ საეჭვო გარიგებებში და ნუ შეიძენთ საეჭვო დოკუმენტებს. გაუფრთხილდით საკუთარ ფულს და რაც მთავარია, თავისუფლებას.

შეგახსენებთ, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 362-ს მუხლის თანახმად, ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.

 

“პროგრესნიუსი”

 

წინა სტატია

ვლადიმერ პუტინი - პრაგმატიკოსი თუ ექსპანსიონისტი? - ხედვა ინდოეთიდან

შემდეგი სტატია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უნდა დაიშალოს!

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *