მთავარი»საზოგადოება»სიცოცხლის ფასად რომ დამიჯდეს, ჩემი კარავი და ბანერი იქ დაბრუნდება – მალხაზ მაჩალიკაშვილი

სიცოცხლის ფასად რომ დამიჯდეს, ჩემი კარავი და ბანერი იქ დაბრუნდება – მალხაზ მაჩალიკაშვილი

7
გაზიარებები
Pinterest Google+

„მე ამ წუთას ხეობაში ვიმყოფები იმისათვის, რომ ჩემი ძმისშვილისთვის ციხეში შესაგზავნი პროდუქტი ავიღო. მათ დრო იხელთეს და აიღეს კარავი“ – ამის შესახებ „პრაიმტაიმთან“ მალხაზ მაჩალიკაშვილმა რუსთაველზე კარვების აღების შემდეგ განაცხადა.

რაც შეეხება მერიის თანამშრომელთა პოზიციას იმის შესახებ, რომ კარვის აღებაზე მაჩალიკაშვილთან შეთანხმება არსებობდა, ის აცხადებს, რომ ტყუიან.

„ტყუიან! მათ მე დამირეკეს დღის სამ საათზე, როცა უკვე ხეობაში ვიმყოფებოდი. მითხრეს, რომ იმ ტერიტორიაზე ბავშვებისთვის გასართობი ადგილი უნდა მოეწყოთ. მე დავთანხმდი, აეღოთ პატარა კარვები. თუმცა კატეგორიულად გავაფრთხილე, რომ ხელი არ ეხლოთ ჩემი კარვისთვის და ბანერისთვის. მათ ეს მაინც გააკეთეს. ხვალ მე ჩამოვალ. კარავიც და ბანერიც ადგილზე დაბრუნდება, თუნდაც ეს სიცოცხლის ფასად დამიჯდეს“ – განაცხადა „პრაიმტაიმთან“ მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან მერიის დასუფთავების სამსახურმა ნაგვის მანქანებით კარვები და ბანერები გაიტანეს.

პრაიმტაიმი

წინა პოსტი

პარლამენტის შენობის წინ არსებული ყველა კარავი აღებულია

შემდეგი პოსტი

ფასები სასწაული: ცხენით 1 წრე-10 ლარი, ნაძვისხესთან და თოვლის ბაბუასთან ფოტოს გადაღება-10 ლარი