მთავარი»საზოგადოება»სიცოცხლე სიკვდილზე მარტივი და ყოფითი ძახილებით იმარჯვებს, გაბრუნებს საკუთარ სახლში

სიცოცხლე სიკვდილზე მარტივი და ყოფითი ძახილებით იმარჯვებს, გაბრუნებს საკუთარ სახლში

3
Shares
Pinterest Google+

“არაფერია იმაზე უფრო ცინიკური, ვიდრე სტიქიის ანაც ტრაგედიის მეორე დღეს მოწმენდილი ცა, მზე და ჩიტების მშვიდი ჭიკჭიკი. ღრუბელი მაინც იყოს, ქარი მაინც ქროდეს. ახლობლის სიკვდილის მერეც ასეა. უფრო სწორედ, დაკრძალვიდან უკან რომ დაბრუნდები, სახლში შეხვალ და ჩამოჯდები. სამი-ოთხი წუთი და სამუდამოდ გასაბატონებლად გამზადებული გულგრილი სიჩუმე უცებ გოჭის ჭყვიტინით ირღვევა. ბებიას თითქოს რცხვენია, რომ იმხელა ამოუცნობი და მისტიკური ამბიდან, როგორიც გარდაცვალებაა, აი, მაგალითად ბაბუას გარდაცვალება, ასეთ უბრალო საკითხზე ისაუბროს, ცოტას წრიალებს და ბოლოს მეტყვის: ,,გამუუშვი გოჭი, ეტყობა ბოსტნაშია ჩაკეტილი’’. მე გავალ და მეზობლის ბავშვს დავინახავ, დაგროვილ სილაში სათამაშო მანქანით ერთობა. უცებ მახსენდება, რომ თამაშიც არსებობს, ეს ერთი კვირაა დავიწყებული თამაში. გოჭი გახარებული გამორბის, მე კი ხელი გამეჭრა ჭიშკრის საკეტზე. სახლში იოდი არაა. მეზობელთან გადავალ. იქ ტელევიზორია ჩუმად ჩართული. რაღაც ფეხბურთი გადის. პენალტების სერია. ,,დარჩი, უყურე ბოლომდე, აფერი არ უჭირს’’
სიცოცხლე სიკვდილზე სულ ასეთი, მარტივი და ყოფითი ძახილებით იმარჯვებს და გაბრუნებს საკუთარ სახლში: უცაბედი მობილურის ზარით, გამოსაბერტყი ღუმელის მილებით, დასაგები ლოგონით და მრავალი მსგავსით. მსგავსი არამაღალი, მაგრამ მაღალზე მთავარი ამბით” – წერს გიორგი კეკელიძე. 

წინა სტატია

იმ დილით "არამიანცის" მორგში, არ ვიცი, რა ძალამ შემაძლებინა შესვლა

შემდეგი სტატია

იყო ერთი ბიჭი შმაგი დოლიძე, პატრიარქი ვინც გაიყვანა, ეს ის ბიჭია ჯოხს რუსულ ტანკს რომ ურტყამს...

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.