მთავარი»Slider»სინამდვილეში რა მოხდა შინდისში, ამას აუცილებლად გაიგებს საზოგადოება

სინამდვილეში რა მოხდა შინდისში, ამას აუცილებლად გაიგებს საზოგადოება

22
Shares
Pinterest Google+

“ბოლობოლო არ გასვენებთ გამჩენი არა და ბოროტულად გინდათ მომიშოროთ და ხალხს დააჯეროთ ეს ზღაპარი. მე ბევრი მოწმე არ მყავს, მე მყავს უფალი და რამოდენიმე მოუსყიდელი ადამიანი. დალშე რა მინდა ამით ვთქვა –  ხვალ გეგმავენ “შინდისის” გადამღები ჯგუფი პრესკონფერენციას, მგონი ჩემზე არიან ნაწყენი. არადა, მე ვთქვი გუშინაც და დღესც განმევორდები – არმინდა მტრები გავაცინო და ვახარხარო ჩვენზე, როცა საქმე ეხება ფილმს, სადაც ჩემი ძმები დაეცნენ გმირულად ბრძოლის ველზე. დიახაც, ამაზე უფრო მაგრა იბრძოდნენ, კიდე როგორც მანდ არი აღწერილი. მე ბოდიშები მომიხადა გულწრფელად, ათასი ბოდიშებიო, ამ სიტყვით თანარეჟისორმა ედმონდ აბაშიძემ, კარგმა ქართველმა, რაღაც გაუგებრობას ჰქონდა ადგილი და მისაღებია ჩემთვის. თავიდან არ ვუარყოფ და მაგრა მეტკინა, რომ მე გარეთ აღმოვჩნდი. ბევრმა სულ სხვანაირად აიტაცა ეგ და წავიდა ტალახის სროლა, ბოლობოლო იმ ბიჭებს მაინც ეცით პატივი, ვინც მანდ დაეცა. მაგრა მტკივა გული რეებს იწერება ხალხი, ვითომ მე მაქებენ, იქით კი ავიწყდებათ მართლა გმირები. მე არ ვარ, ხალხო, გმირი. მე ვარ უბრალოდ ფარტოვი, ანუ იღბალა იმით, რომ უფალმა დამდო პატივი და მაბრძოლა გმირების მხარდამხარ, ბოლო მასრის გასროლამდე !!! შემოვევლე მაგათ სულებს და საფლავებს. მე კი აღვნიშნავ,  არავითარი პრეტენზია არ მაქვს გადამღებ ჯგუფთან და რეჟისორებთან. პირიქით, გულწრფელი მადლობა შინდისისთვის და ვუსურვებ ამ ფილმს წარმატებებს ყველა ნომინაციაზე, სადაც იქნება წარდგენილი. რაც შეეხება ძალათ გმირებს და ვითომ ბრძოლის ოსტატებს, ჩინოვნიკებს, ვის კისერზეც არი შინდისი, ერგნეთი და და ასე შემდეგ, მე არაფერი დამვიწყებია, თუ როგორ გამწირეთ ჩემ ძმებთან ერთად, თუ რა პასუხები გამეცით, როცა შინდისიდან დახმარებას ვითხოვდი და პასუხად გამოქცევა შემომთავაზეთ და თავის შველა. თუ რა მოხდა სინამდვილეში შინდისში ამას აუცილებლად გაიგებს საზოგადოება და მომავალი თაობები, ამას გპირდებით. იმედია მანამდე არ მომკლავთ. ისე, ცნობისთვის, მე უკვე კაი ხანია თქვენი ხელიდან მკვდარი ვარ. იმედია მომიწევს თავდაცვის მინისტრთან საუბარი ერთი ერთზე, ბევრი რამ მაქვს მისთვის სათქმელი. მინდა იცოდეს ძალათ გმირუკების საქციელები ბრძოლის ველზე თუ როგორ გარბოდნენ, ფეხით როგორ ასწრებდნენ ჯიპებს და ტეხნიკას. როგორ მიატოვეს თავიანთი ჯარისკაცები სასიკვდილოდ, ზოგი პალკოვნიკია, ზოგი ვიცე, მიცე, რა დათვლის დახუნძლული არიან ჩინმენდლებით, ზოგი ატაშეა, სადღაც. ზოგი ამერიკაში სწავლობს სირბილს. ამათ თუ მიუჩენენ თავიანთ ადგილებს, რაც დაიმსახურეს თავისი კრიშებით!!!! მერე იქნენება სამართლიანობა აღმდგარი და ეშველება ჩვენს ქვეყანას, თუ არადა, არყოფილა ჩვენი საშველი… ღარიბაშვილის იმედი იმიტომ მაქვს, რო მომისმენს. ერთერთი კაცია, რომელსაც გავახსენდი პრემიერობის დროს, როგორც დაჭრილი ბრძოლის მონაწილე და ახალი წელი მომილოცა კეთილი სირვილებით, მისალოცი ბარათით. მარტო ეს მახსოვს ომის მერე მინისტრებიდან და მთავრობის წევრებიდან. დიდება უფალს, მშვიდობა საქართველოს’ – წერს ფეისბუქზე შინდისის ომის გმირი უჩა გუგუჩია.
შეგახსენებთ, რომ უჩა გუგუჩია ფილმ “შინდისის” პრემიერაზე არ მიიწვიეს. 

წინა სტატია

ქუთაისში ძლიერი წვიმის გამო საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დაიტბორა (ვიდეო)

შემდეგი სტატია

„სწორედ თქვენზეა ნათქვამი, ძვირფასო მასწავლებლებო - ,, რაც მოგივა დავითაო..."