მთავარი»პოლიტიკა»„შოკირებული ვარ, ჩიხში ვართ და ეს სახიფათოა ქვეყნისთვის“

„შოკირებული ვარ, ჩიხში ვართ და ეს სახიფათოა ქვეყნისთვის“

7
გაზიარებები
Pinterest Google+

ახლა არის აბსოლუტურად აფექტური სიტუაცია, არც ერთმა მხარემ არ იცის რაშია გამოსავალი, არავის აქვს გამოსავლის ფორმულა, მიმდინარეობს შუბლებით შეჯახება მორევაზე. დღეს ვართ პოლიტიკურ რინგზე, სადაც ლოგიკა არის გათიშული და ყველა იყურება პოლიტიკურ კუნთებზე, – ასე შეაფასა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ განვითარებული მოვლენები.

როგორც გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, როცა კუნთებით იწყება ბრძოლა, ზარალდება სახელმწიფო.

„ვინ მოერევა, მე ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ. მოლაპარაკების ცივილიზებული სივრცე ხელისუფლებამ წაართვა პოლიტელიტას. ხელი მოკიდეს და რინგზე შეაგდეს, იჭიდავეო უთხრეს და რა უნდა ქნას პოლიტიკურმა ელიტამ? ხელისუფლებამ თავისივე გადაფურთხებული ალოკა. ყველა არის შოკირებული. არამგონია, რომ ოპოზიციას ჰქონდეს კონკრეტული გეგმა რა სურს. შოკირებული ვარ და მეც ვერ ვხედავ გამოსავალს, ჩიხში ვართ, როცა კონსენსუსის ძიების სივრცე, ველიც აღარ დატოვა ხელისუფლებამ. წარმოუდგენელი რაღაც ჩაიდინა. დადო საჯარო პირობა და ადგა და საკუთარი წინადადება ჩააგო. ის, რომ ჯოხი ბერაიაზე გადავტეხოთ, არასერიოზულია. ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკურ ეთიკას ფასი დაუკარგა. მან თქვა, რომ ყველაფერი „მოსულა“, შემიძლია ნებისმიერი რამ შეგპირდეთ, შემდეგ არ გავაკეთო და ის ვირეშმაკული თამაში, რომ მაჟორიტარების გამო მოხდა და თვითონ ძალიან წუხს, ამის არავის სჯერა! ფაქტობრივად, ეს ფორმდება ასე, რომ იმდენად ეშინია ძალაუფლების დაკარგვის, ყველაფერზე წამსვლელია, ეს არის პრობლემა. მისი სიტყვის ფასი არის უკვე ნული. დახშულ სამყაროში ცხოვრობს, სადაც ვერ ხვდება ვერაფერს ან თუ ხვდება და ამას აკეთებს, ეს არის აბსოლუტური ცინიზმი. ის ფიქრობს, რომ ამ საზოგადოებას რასაც მინდა იმას „შევაჭმევ“. ვეტყვი, რომ 2X 2= 5-ს და ამას წიხლით შევაჭმევ. ეს სახიფათოა ქვეყნისთვის“, – განაცხადა ხუხაშვილმა.

როგორც მან თქვა, ამ დროისთვის საგზაო რუკა და ფორმულა, რომელიც ქვეყანას ამ კრიზისიდან გამოიყვანს, არ არსებობს.

„ზოგადად არ ვარ ქუჩით რაღაც საკითხების გადაწყვეტის მომხრე, მაგრამ დღეს მე სივრცეს მოლაპარაკებებისთვის, კონსენსუსის ძიებისთვის ვერ ვხედავ. შენ რომ მოლაპარაკებებზე დაჯდე, ხომ უნდა ენდო მეორე მხარეს?! ხელისუფალმა, ერთმა ადამიანმა შეიყვანა ქვეყანა აბსოლუტურ პოლიტიკურ ჩიხში, დაუკარგა სიტყვას ფასი. ანუ ფაქტობრივად რომც მოიძებნოს ფორმულა, ადამიანი, რომელიც უხეშად არღვეს თავის სიტყვას, აღარ არის სანდო რაზე უნდა ესაუბრო. მე არ მინდა რომ ქუჩით გადაწყდეს პრობლემები, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ჯერჯერობით გადაწყვეტის ფორმულას ვერ ვხედავ, შემიძლია ვიფიქრო, რომ ტემპერატურა ისე არ გახურდეს, რომ კონტროლიდან გამოვიდეს“, – აღნიშნა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, როცა ხელისუფლება საზოგადოებაზე ფიქრობს, რომ გამოვლენ, დაიღლებიან და წავლენ, მისი გაკარება ძალაუფლებასთან სახიფათოა.

წინა პოსტი

ქართულ ოცნებას დედას ვუტირებთ - აქცია ბათუმში

შემდეგი პოსტი

უერთდება თუ არა საპროტესტო აქციებს სანდრო ბრეგაძე და რას აპირებს ლევან ვასაძე?