მთავარი»Slider»“შავი სიის” ნაცვლად “20 ივნისის სია”, მაგრამ არავითარ შემთხვევაში 7 ნოემბრის, ან 26 მაისის

“შავი სიის” ნაცვლად “20 ივნისის სია”, მაგრამ არავითარ შემთხვევაში 7 ნოემბრის, ან 26 მაისის

6
გაზიარებები
Pinterest Google+

„ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, სიაში შესაყვან ადამიანებთან დაკავშირებით კონკრეტული მექანიზმი შემუშავდა და სიას, რომელზეც ოპოზიცია მუშაობს, „20 ივნისის სია“ ერქმევა.
სახელწოდების ცვლილების შესახებ, ვაშაძემ ოპოზიციის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
შეიკრიბება კომისია, სადაც თითოეულ სახელსა და გვარს, იმ მამტკიცებელ საბუთებს განიხილავენ, რომლითაც დასტურდება მათი მხრიდან პოლიტიკური დავალებების შესრულება. დამტკიცდება ეს სახელები და გვარები საერთო შეკრებაზე და შემდეგ გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი“ , – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
რაც შეეხება ოპოზიციის გეგმებს, მისი თქმით, „პირველ რიგში ეს არის რეგიონული აქციები, რომლებიც აუცილებლად გაგრძელდება და უფრო სისტემური, მასობრივი ხასიათი ექნება. ასევე პარლამენტის პიკეტირება და მზადება დიდი შეკრებისთვის თბილისში, რომლის თარიღიც უკვე თვის ბოლოსთვის დასახელდება.
გაერთიანებული ოპოზიციის სპეციალურმა კომისიამ, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართულ შეხვედრაზე ე.წ. შავი სიის ხუთეული შეათანხმა.
კომისიის წევრებმა ე.წ. შავ სიაში შეიყვანეს: ვალერიანე ფილიშვილი (მოსამართლე), გიორგი არევაძე (მოსამართლე), ვაჟა თოდუა (პროკურორი), კახა ბუხრაძე (თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე), ნუგზარ ჭონქაძე (მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი).
ოპოზიციის განმარტებით, ეს სია დასავლელ პარტნიორებს გადაეცემათ, მისი მიზანი კი იქნება შესაძლო სანქციების დაწესება, რომელიც გულისხმობს როგორც ფინანსურს, ასევე გადაადგილების შეზღუდვას.

წინა პოსტი

სრულ განაკვეთზე მომუშავე პედაგოგების საშუალო ხელფასი დაახლოებით 1 800 ლარი გახდება

შემდეგი პოსტი

ავსტრალია ხანძრამდე და ხანძრის შემდეგ - როგორ შეიცვალა მწვანე კონტინენტი (ფოტო)