მთავარი»Slider»სექტა, რომელიც შშმ ბავშვებსაც არ ინდობს – ვინ დაიცავს 6 წლის ნიკოლოზის უფლებებს?

სექტა, რომელიც შშმ ბავშვებსაც არ ინდობს – ვინ დაიცავს 6 წლის ნიკოლოზის უფლებებს?

25
გაზიარებები
Pinterest Google+

რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში სოლიდარობის აქცია დაიწყო, რომლითაც ფეისბუქმომხმარებლები ცდილობენ მხარდაჭერა გამოუცხადონ ყოფილ ემიგრანტს თეონა ნაცვალაძეს.
ყველაფერი დაიწყო გაცილებით ადრე, წლების წინ, როცა თეონა ნაცვალაძემ სხვებთან ერთად გამოხატა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მომხრეების მიმართ. თეონა ამ დროს ემიგრანტი იყო და იმ ქართველებმა, ვინც „ნაცმოძრაობას“ უჭერდნენ მხარს, თეონასთან  ერთად ყველა, ვინც მათი მოსაზრების საწინააღმდეგო პოზიციაზე იდგა, დააბულინგა.
იყო მუქარა, წყევლა, გინება…
მაგრამ ის, რაც რამდენიმე დღის წინ მოხდა, ყოველგვარ ზღვარსაა გადასული…
საბერძნეთში საელჩოს დაბოქლომების მცდელობა (ანონსი),  ბევრმა,  საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებმა ქართველმა გააპროტესტა, მათ შორის იყო თეონა ნაცვალაძეც.
მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო – ძალიან „ჰუმანური“ და „კაცთმოყვარე“ „ნაროდი“ თეონა ნაცვალაძის არასრულწლოვან შვილს შეეხო.
„6 წლის ბავშვის, რომელიც არის აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვი, ფოტო ფეისბუქზე ატვირთეს და დაწერეს რომ დედამისი არის სატანა, მონა და ღმერთმა გადაუხადა, შვილი ყავს დაუნი…
დიახ, მე ჩემი ქვეყნის მონა ვარ! ვარ ი, პოლიციელის შვილი, რომელიც სამივე ომის მონაწილე იყო, აფხაზეთის ომის დროს დაღუპული გვეგონა…  მივდივარ რუსთაველზე ჩემს შვილთან ერთად, მიმყავს ნიკოლოზი, დამიჭირეთ მხარი. ნიკოლოზი საბერძნეთშია დაბადებული და საბერძნეთის მოქალაქეა, უცილებლად მივმართავ საბერძნეთის ხელისუფლებას, ევროპას, რეაგირება მოახდინონ… რაც უნდათ ის თქვან ჩემზე, მაგრამ ჩემი 6 წლის, არასრულწლოვანი, სრულიად დაუცველი შვილის ფოტო “გამომიჭიმეს” ფეისბუქზე და აწყევლინეს ამ ბრბოს… ჩემი შვილია ჩემი ქვეყნის მომავალი და ამ შვილისთვის ვცხოვრობ… საბერძნეთში ვიყავი და იტალიიდან მწერდნენ შვილს გაუფრთხილდიო, რატომ არ მოქმედებს ჩვენი ხელისუფლება. როდის უნდა აღსდგეს სამართლიანობა და კანონის უზენაესობა“ – გაავრცელა ნათიამ ფეისბუქზე ვიდეომიმართვა:
„რუსთაველზე ვარ და ფეხს არ მოვიცვლი აქედან, ეს ქვეყანა ჩემიც არის.ჩემი შვილის ღირსების შელახვას არ შეგარჩენთველოდები ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს!!!! ველოდები დედებს ვისთვისაც სულ ერთი არ არის ჩვენი შვილების მომავალი..
შშმ შვილების დედებო გამოდით!“
თეონა გავიდა…
აქციაზე იყო პატარა ნიკოლოზიც…
ფეისბუქზე გამოქვეყნდა მხარდამჭერი პოსტები:

ლია წიქარიშვილი: გადავარჩინოთ ბავშვები “ნაცსექტის” ბულინგისაგან!
ბულინგის მსხვერპლია ჩვენი ემიგრანტი თეო ნაცვალაძის არასრულწლოვანი შვილი ნიკუშა გახდა, პირდაპირი იდენტიფიცირება მოხდა. ახალ ამბავს ერთვის არასრულწლოვნის ფოტო , რადგან აქცენტირებულია ის მიმართვები, რასაც ნაცსექტის ემიგრანტები ნიკუშას აბულინგებენ, იმის გამო რომ ნიკოლოზის დედა ოცნების აქტიური მხარდამჭერია, რითაც არასრულწლოვანს აბულინგებენ.ამბავს არაერთი კომენტარი მოჰყვა. “რა აქვს ამ ბავშვს მახინჯის,დაუნის”… ნიკოლოზს აქვს აუტიზმი და თეომ სამკურნალოდ საქართველოსში წაიყვანა“ლამაზია და შურთ” – მსგავსი ტიპის კომენტარებს წერენ მომხმარებლები.“ნებისმიერი ფორმის ძალადობის შემთხვევაში არასრულწლოვნის იდენტიფიცირება, როგორც პირდაპირი, ისე ირიბი, დაუშვებელია, იმის მიუხედავად ბავშვი მოძალადის როლშია,ბავშვთა უფლებების დარღვევის ფაქტები მედიამ უნდა განიხილოს, როგორც უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელიც საჭიროებს გამოძიებასა და საზოგადოების ყურადღებას
თეო და ნიკუშ თქვენს გვერდით ვართ

ნინო ქინქლაძე ჭიღიტაშვილი: თეონა ნაცვალაძე, რომ მცოდნოდა, რომ დღეს ნაცბოროტებას, მათი მხრიდან შენი პატარა შვილის წინააღმდეგ განხორციელებულ ბულინგს წინ უნდა აღდგომოდი, აუცილებლად მოვიდოდი და დაგიდგებოდი გვერდში. პარლამენტის წინ მოძიგძიგე სექტანტებო,
ბავშვს, მით უმეტეს, აუტისტური სპექტრის მქონეს, როგორ წყევლით, როგორ ლანძღავთ, როგორ მოიხსენიებთ ნიშნისმოგებით დედამისის განსხვავებული აზრის გამო, როგორ დაათრევთ 6 წლის ანგელოზი ბავშვის სურათს თქვენ ბინძურ ჯგუფებში და ნეგატიური ენერგიის კორიანტელში ხვევთ, ვინა ხართ, რა ჯიშის ქართველები ხართ, სად დაიზარდენით?!აი, სწორედ ასეთი გულბოროტობის გამო თქვენ არასოდეს მოხვალთ ამ ქვეყნის სათავეში, ბოროტება დასჯადია და თანაც მკაცრად დასჯადი!
შორენა სიხარულიძე: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა _ყოვლად ამორალური ბრბო რომ ხართ და თქვენთვის არაფერი წმინდა რომ არ არსებობს,ეს ისედაც ვიცოდით, მაგრამ ის, რაც Teona Natsvaladze – ს ნიკოლოზის მიმართ იკადრეთ, მხოლოდ ამისთვის ხართ ცოცხლად დასაწვავები! 6 წლის, აუტისტური სპექტრის ანგელოზი ბავშვის ფოტოებს დაათრევთ კედელ-კედელ და წყევლით და ისედაც ტკივილიან დედას შვილის განადგურებით ემუქრებით!!! მეზიზღებით!!!! მძულხართ ყველა, ვინც ამას სჩადით!!! ღმერთმა მოგკითხოთ გამწარებული დედის თითოეული ცრემლისთვის!
ვერასოდეს მობრუნდებით ხელისუფლებაში, მხოლოდ ამიტომაც ვერ მობრუნდებით!!!!! გპირდებით!!!
ჩემი სოლიდარობა შენ, თეო!!!
იანა ხუციშვილი: ჩემო სიცოცხლე,ჩემო კარგო გოგო,ახლა შევიტყვე შენი ამბავი, მიგულე შენს გვერდით!!!
ეს ნაძირლები ყველაფრის მკადრებლები, ეგენი ხელისუფლებაში მოუსვლელად იმუქრებიან და ყველაზე წმინდას, შვილს ეხებიან, ძუნძგლები, მათგან სხვა მოლოდინი არც არავის აქვს..გამოაქვეყნე ყველას სახელი და გვარი, ვინც შენს შვილს ემუქრება და დასცინის!!! შენ მარტო არ ხარ!
ქვეყნის სიყვარული სასჯელად იქცა ამ ქვეყნაში, ეს ასეა 30 წელი და ვლინდება
სხვადასხვანაირად, სხვადასხვა ადამიანებისგან.
ნაცების მეთოდები სხვა არც ყოფილა,
ისინი იყენებდნენ ყველა ბინძურ მეთოდს ღირსეული ადამიანების წინააღმდეგ! მათ სძულთ ყველა, ვინც არაა ნაცი.
კიდევ ერთხელ გთხოვ!
გამოაქვეყნე ყველას სახელი და გვარი.
ნაცჯალათები უნდა გასამართლდნენ!
ნაცმოძრაობა უნდა აიკრძალოს!

ნათია ძირკველიშვილი: “ემიგრანტებო, დავიცვათ ჩვენი არასრულწლოვანი შვილები და შვილიშვილები ნაცების ბულინგისაგან. მთავრობა, თუ ვერ დაიცავს ჩვენი შვილების უფლებებს და პასუხს არ აგებინებს იმ ადამიანებს ვინც შვილების სიცოცხლით მოსპობით და სხვადასხვა შეურაცხოფილი სიტყვებით გვემუქრებიან, ჩვენი შვილების ფოტოებს იპარავენ და აბულინგებენ მაშინ იძულებულები ვართ ჩვენ ემიგრანტებმა ვიმოქმედოთ. ჩემი მხადაჭერა თეონა ნაცვალაძეს და პატარა, სიცოცხლით სავსე ნიკოლოზს!”

ფრიდონ გვალია: “თეო ერთი იცოდე ჩვენ შენს გვერდით ვარ და ჩვენ უფრო მეტნი ვართ, ვირისგან წიხლი არუნდა გეწყინოსო ნათქვამია, ადამიანებმა რომლებმაც პატრიარქს, ეკლესიას და წმინდანებს შეურაწყოფა მიაყენეს რაგიკვირს რომ ნებისმიერ რამეს გააკეთებენ … გვიგულე შენს გვერდით”

მსგავსი მრავალი პოსტი გამოქვეყნდა, მაგრამ მთავარი აქ ეს არაა, მთავარი სხვა საკითხია: მიუხედავად იმისა, რომ შშმ პირის, არასრულწლოვანი ბავშვის მიმართ უღირს (რბილად რომ ვთავქთ) ქმედებას (მიმართვას) ჰქონდა ადგილი, დღემდე არც ერთ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციას, თქვენ წარმოიდგინეთ არც სახალხო დამცველს, ერთი წინადადებითაც კი არ გამოუხატავთ მხარდაჭერა თეონა ნაცვალაძის შვილის, ექვსი წლის ნიკოლოზისათვის.
აი, ესაა გასაოცარი ჰუმანიზმი, გასაოცარი დემოკრატიაც და გასაოცარი სამართალიც.

დაბოლოს:  ბავშვის უფლებათა კოდექსი მუხლი 97. საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილებანი
1. საქართველოს სახალხო დამცველი საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებით, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის დებულებით, ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.
2. საქართველოს სახალხო დამცველი მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მისდამი დაქვემდებარებული ბავშვის უფლებათა დაცვისთვის პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულის მეშვეობით.
3. საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილებებია:
ა) ამ კოდექსისა და ბავშვის უფლებების დაცვის სფეროში არსებული საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების, ბავშვის უფლებათა კონვენციისა და სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტების აღსრულების მონიტორინგი;
ბ) ბავშვის უფლებების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, შესწავლა და მათზე სათანადო რეაგირება ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად;
გ) ბავშვის უფლებების სავარაუდო დარღვევის შესახებ მოქალაქეთა განცხადებებისა და საჩივრების განხილვა და მათზე სათანადო რეაგირება ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად;
დ) ბავშვის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების პოპულარიზაციის და შესაბამის სფეროში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება;
ე) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების განმახორციელებელი საჯარო დაწესებულებებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირებისგან დოკუმენტებისა და ინფორმაციის გამოთხოვა.
4. საქართველოს სახალხო დამცველი საკუთარი ინიციატივით ან სხვა პირის მიმართვის საფუძველზე აკონტროლებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ ამ კოდექსის შესრულებას.
5. საქართველოს სახალხო დამცველი ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში გასცემს რეკომენდაციებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიმართ.
6. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი სპეციალური სატელეფონო მომსახურების ცხელი ხაზის მეშვეობით, უწყვეტად − ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში (24/7) იღებს ზარებს ბავშვის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე, აღრიცხავს ამ დარღვევებს და აღნიშნულ ინფორმაციას შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს აწვდის.
7. საქართველოს სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრებას.

 

 

წინა პოსტი

ქუთაისში იყო პურის მჭამელების, კარგი დამრტყმელების, ჯიგარი წამლის გამრჭობების გამოსვლა

შემდეგი პოსტი

არანაირად არ ხართ საინტერესო ჩემთვის, სხვაგან დაკავდით