მთავარი»პოლიტიკა»„საუბარი იმაზე, რომ აიბღა რუსეთს მიეკუთვნება, არასწორია, დეზინფორმაციაა“-აფხაზი მინისტრი

„საუბარი იმაზე, რომ აიბღა რუსეთს მიეკუთვნება, არასწორია, დეზინფორმაციაა“-აფხაზი მინისტრი

4
Shares
Pinterest Google+

 

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე ეხოკავკაზასთან საუბარში სოფელ აიბღას შესახებ ქართული მხარის განცხადებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ აფხაზეთისა და რუსეთის საზღვრის დელიმიტაციის საკითხის განხილვა მხოლოდ ამ ორის კომპეტენციაშია.

“კომისია მუშაობას აგრძელებს ამ კუთხით და სამუშაო ჯერ არ არის დასრულებული. ამიტომაც საუბარი იმაზე, რომ აიბღა რუსეთს მიეკუთვნება, არასწორია, დეზინფორმაციაა. მეტსაც გეტყვით, აიბღას დასახლებული პუნქტი რუსეთის ტერიტორიაზეც მდებარეობს. და თუკი ის რუსეთის რეესტრის ბაზაში ხვდება, ამაში გასაკვირი არაფერია. რაც შეეხება აიბღას, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზეა, ის ჩვენი იურისდიქციის ქვეშაა, ჩვენს ტერიტორიაზე მდებარეობს”.

ქართული მხრიდან ამ საკითხზე ყურადღება კი, როგორც კოვე ამბობს, შიდა პოლიტიკური პროცესების ნაწილია, სადაც ვაჭრობა აფხაზური საკითხითაც მიმდინარეობს.

რამდენიმე დღის წინ ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ  სოფელი აიბღა, რომელიც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიებზე მდებარეობს, რუსეთის რეესტრის ბაზაშია. აღნიშნულ ინფორმაციას, ქართული მხარე, კერძოდ, საგარეო უწყება და შერიგების სამინისტროც გამოეხმაურა და რუსეთი უკანონო ქმედებებში, საქართველოს ოკუპაციასა და ანექსიაში დაადანაშაულა.

ნეტგაზეთი

წინა სტატია

დათო ტურაშვილმა, ლაშა ბუღაძემ, ქეთი დევდარიანმა და ნესტან ნენე კვინიკაძემ “რუსთავი 2” დატოვეს

შემდეგი სტატია

„უკიდურესად სახიფათოა ასეთი სვლა! სიმშვიდე ძალის გამოყენებით არ მყარდება“