მთავარი»ეს საინტერესოა»სათვალე, გათხოვება, ორსულობა – რა ეკრძალებათ დასაქმებულ ქალებს იაპონიაში?

სათვალე, გათხოვება, ორსულობა – რა ეკრძალებათ დასაქმებულ ქალებს იაპონიაში?

15
გაზიარებები
Pinterest Google+

ამომავალი მზის ქვეყანაში ქალის ცხოვრება იდუმალებით არის მოცული. ქვეყნის პატრიარქალური წყობა თანდათან იცვლება და ქალისა და მამაკაცის უფლებები თანაბრდება, თუმცა ქალებისთვის დაწესებული ზოგიერთი აკრძალვის გაგება უცხოელისთვის დღესაც ძალიან რთულია.

1 სათვალის აკრძალვა

10 фактов о жизни японских женщин, которые вряд ли поймут на Западе

იაპონიაში საკმაოდ მკაცრი დრეს-კოდია. ქალის სამუშაო ტანსაცმელი როგორც წესი, შავი პიჯაკი, თეთრი პერანგი, ქვედაბოლო და დაბალქუსლიანი ფეხსაცმელია. ბოლო დროს, ბევრი იაპონური კომპანია თანამშრომელ ქალებს სამსახურში სათვალით მისვლას უკრძალავს. აკრძალვა პირველ რიგში, მომსახურეობის სფეროსთან დაკავშირებულ ორგანიზაციებში: რესტორნებში, სასტუმროებში, კოსმეტიკურ და სილამაზის სალონებში ვრცელდება. აკრძალვის მთავარი მიზეზი ის გახლავთ, რომ სათვალის მიღმა შეუძლებელია თვალის სილამაზის დანახვა. ის ფარავს მაკიაჟს დამთლიანობაში, ქალის სილამაზეს.
კომპანიის ხელმძღვანელებს მიაჩნიათ, რომ სათვალის გარეშე ქალი გაცილებით მიმზიდველად გამოიყურება, რაც ფირმის პრესტიჟსა და მუშაობის ხარისხზეც აისახება. აღსანიშნავია, რომ ეს შეზღუდვა მხოლოდ ქალებს ეხებათ.

2 ქალის ტრანსპორტი.

10 фактов о жизни японских женщин, которые вряд ли поймут на Западе

იაპონიაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში არც თუ ისე იშვიათია მამაკაცის მხრიდან ქალზე ძალადობის შემთხვევები. ამის თავიდან ასაცილებლად, მთავრობამ გარკვეული ზომები შეიმუშავა და იაპონურ მეტროში გაჩნდა ვაგონები მხოლოდ ქალებისთვის. ასეთი ვაგონები როგორც წესი, მატარებლის ბოლოშია და იქ მამაკაცებს შესვლა სასტიკად ეკრძალებათ. გამონაკლისი შეიძლება მხოლოდ ინვალიდი მამაკაცებისა და ბავშვებისთვის დაუშვან. იმ ქალებისთვის, რომლებსაც სამსახურიდან სახლში დაბრუნება გვიან უწევთ, გამოყოფილია ტაქსები მძღოლი ქალებით.

3 სპეციალურად ქალებისთვის განკუთვნილი ადგილები.

მეტროს ვაგონები ქალებისთვის ერთადერთი ადგილი არაა, სადაც მხოლოდ ქალებს შეხვდებით. არსებობს ქალების კაფე და ბიბლიოთეკაც კი. ასევე, პროდუქტისა და მომსახურეობის გადახდის ფორმა. მაგალითად, მამაკაცებს ზოგიერთი სამედიცინო მომსახურეობა გაცილებით ძვირი უჯდებათ, ვიდრე ქალებს.

4 დისკრიმინაცია პროფესიაში.

10 фактов о жизни японских женщин, которые вряд ли поймут на Западе

იაპონელი ქალებისთვის სამსახურის დაწყება გაცილებით რთულია, ვიდრე მამაკაცებისთვის. თუნდაც ქალი გამოცდილი და ძალიან განათლებული იყოს, დამსაქმებელი უპირატესობას მაინც მამაკაცს მიანიჭებს. კიდეც რომ გაუმართლოს და სამსახურში მოეწყოს, გამორიცხული არ არის, რომ ქალმა კოლეგა მამაკაცებთან შედარებით ბევრად ნაკლები ანაზღაურება მიიღოს. ორსულობის შემთხვევაში კი დეკრეტული შვებულების ნაცვლად, სამსახურიდან გაათავისუფლონ. თუ სამსახურის მაძიებელი გასათხოვარი ქალია, დამსაქმებელმა შეიძლება უარი იმ მოტივით უთხრას, რომ გათხოვების შემდეგ მასზე მეუღლე იზრუნებს.

5 ქალი განკარგავს ოჯახის ბიუჯეტს

ძალიან ხშირად, იაპონელი ქალს გათხოვების შემდეგ სამსახურიდან უშვებენ. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ოჯახზე მზრუნველ ქალს მუშაობისთვის ნაკლები დრო რჩება. ოჯახში სრულიად განსხვავებული ვითარებაა – ქალი სრულფასოვანი დიასახლისია და ოჯახურ ბიუჯეტს განაგებს, თუნდაც ფულის შემომტანი მამაკაცი იყოს. მეტიც, ზოგჯერ ქმარი საერთოდ ვერ მოიხმარს საკუთარ ხელფასს, რადგან სახელფასო ბარათი ცოლის ხელშია. ქმრის ხელფასს ცოლი თავისი შეხედულებით განკარგავს, ქმარს კი ე.წ. ჯიბის ფულს უტოვებს.

„პროგრესნიუსი“

წინა პოსტი

„ბუნებაში არ არსებობს ისეთი მოდელი, რომ ამ ქვეყანაში „ნაცებმა“ გაიმარჯვონ“

შემდეგი პოსტი

92-ე საჯარო სკოლაში მენინგიტის შემთხვევა დაფიქსირდა