მთავარი»სამართალი»სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვა

სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვა

8
გაზიარებები
Pinterest Google+

 

შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს, ბუტა რობაქიძის საქმეზე, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა გამოაცხადა.

რაც შეეხება ყოფილ გენერალურ პროკურორს, ზურაბ ადეიშვილს, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მისი წინასასამართლო პროცესის თარიღი განისაზღვრა.

ირაკლი ოქრუაშვილისთვის სახელმწიფო ბრალდება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. დაცვის მხარე აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა და განაცხადა, რომ ოქრუაშვილის მიმართ აღკვეთის არცერთი ღონისძიება არ უნდა იყოს გამოყენებული.

ზურაბ ადეიშვილის ადვოკატის, სულხან კომახიძის განცხადებით, ადეიშვილის მომართ დევნის დაწყების სტანდარტი არ არსებობს და არც წინასასმართლო სხდომის თარიღი უნდა დანიშნულიყო.

აღნიშნულ საქმეზე წინა სასამართლო სხდომა 9 იანვარს, 12:00 საათზე გაიმართება.

წინა პოსტი

სუს-თან მიმდინარე აქციაზე შალვა ნათელაშვილის შვილი დააკავეს (ვიდეო)

შემდეგი პოსტი

„დოიჩე ველე“- პაციენტები მთელი მსოფლიოდან საქართველოში მიდიან სამკურნალოდ“