მთავარი»Slider»სასაკლაოებში დაკლულია 135.0 ათასი სული პირუტყვი: 28.1% მსხვილფეხა, 71.9%-წვრილფეხა

სასაკლაოებში დაკლულია 135.0 ათასი სული პირუტყვი: 28.1% მსხვილფეხა, 71.9%-წვრილფეხა

2
გაზიარებები
Pinterest Google+

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2019 წლის III კვარტლის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლულია 135.0 ათასი სული პირუტყვი, მათ შორის 28.1 პროცენტი მსხვილფეხა, ხოლო 71.9 პროცენტი-წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი და სხვა). გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 2 714.0 ათასი ერთეულით განისაზღვრა.
სასაკლაოების მიერ 2019 წლის III კვარტლის განმავლობაში 10 090.0 ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 35.7
პროცენტი მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 39.4 პროცენტი – ფრინველის, 17.9 პროცენტი – ღორის, 6.8 პროცენტი – ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია.
მომსახურება გაეწია 10.4 ათას პირს, საიდანაც 39.1 პროცენტი შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა
რაოდენობამ 889 კაცი შეადგინა.

წინა პოსტი

საქართველოში ძროხის დაკვლა 25 ლარი ღირს, ცხვრის ან თხის - 11, ღორის კი - 23

შემდეგი პოსტი

მესამე კვარტალში საქართველოში 2 742.0 ქათამი დაკლეს