მთავარი»Slider»საქართველოში შექმნილ წამალს ახალი ტიპის კორონავირუსისგან განკურნება შეუძლია?

საქართველოში შექმნილ წამალს ახალი ტიპის კორონავირუსისგან განკურნება შეუძლია?

48
გაზიარებები
Pinterest Google+

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ დაასახელა წამლები, რომლებსაც  მათი აზრით, ახალი ტიპის კორონავირუსის განკურნება შეუძლიათ. 2019-nCoV-თან საბრძოლველად, რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრო ასახელებს პრეპარატ რიბავერინს, რომელსაც მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომის წინააღმდეგ იყენებდნენ ჩინეთში, სინგაპურსა და სხვა ქვეყნებში. თუმცა იქვე აღნიშნავენ, რომ ეს პრეპარატი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული, ვინაიდან მისი უკუჩვენება ანემია და ჰიპოქსემია გახლავთ.
კორონავირუსისგან განსაკურნებლად, მათი რეკომენდაციით შესაძლებელია ლიპონავირისა და რიტონავირის მიღებაც, რაც აივ ინფექციის წინააღმდეგ გამოიყენება. რეკომენდებულ პრეპარატებს შორის არის ასევე ინტერფერონი ბეტა – 1b. მას გააჩნია იმუნომოდულირების და ვირუსის საწინააღმდეგო აქტივობა და გაფანტული სკლეროზით დაავადებულებში ამცირებს ავადმყოფობის გამწვავებისა და გახშირების ალბათობას.
არსებობს თუ არა საქართველოში მსგავსი მოქმედების პრეპარატი, ამაზე „პროგრესნიუსს“
ეკოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საერთაშორისო ჰომეოპათიური ლიგის წევრი, 2005-2009 წლებში თბილისის მე-13 პოლიკლინიკის დირექტორი, „ლაზიკა ფარმას“ დირექტორი კახა საბახტარიშვილი ესაუბრა:

_ კორონავირუსები წარმოადგენს ჯერ კიდევ 60-იანი წლებიდან აღმოჩენილ ვირუსთა ჯგუფს. ის დაახლოებით, 35-ზე მეტ სახეობას მოიცავს და შეიძლება შეეყაროს ცხოველსაც, ფრინველსაც, ზღვის ბინადარსაც და ადამიანსაც. ამ 35 სახეობიდან ცნობილი იყო მხოლოდ 6, რომელიც ადამიანს შეყრია. აქედან 4 სრულიად უსაფრთხოა და ჩვეულებრივი გაციებით მიმდინარე დაავადებას წარმოადგენს. სახიფათოა მხოლოდ ორი სახეობა. ერთია ატიპური პნევმონიის კორონავირუსი, რომელიც 2003 წელს, ისევ ჩინეთიდან  გავრცელდა.
_ 2002 წლისატიპურმა პნევმონია“ რამდენიმე ქვეყანა მოიცვა და ვირუსის შემთხვევების შემცირების მომენტისთვის (2003 წლის ზაფხული) დაავადებულთა თითქმის 10% დაიღუპა.
_ მაშინ ამას ეპიდემიის სახე არ მიუღია, მაგრამ ლეტალობა საკმაოდ შთამბეჭდავი იყო.. დაახლოებით, 700-მდე ადამიანი დაიღუპა. მეორე, „აღმოსავლეთის სინდრომის“ სახელით ცნობილი კორონავირუსი 2012-17 წლებში არაბული ქვეყნებიდან გავრცელდა. ვარაუდობენ, რომ ვირუსი ადამიანს აქლემიდან გადაედო და მუტაცია განიცადა. ლეტალობა ამ შემთხვევაშიც საკმაოდ მაღალი გახლდათ,  დაახლოებით, 800-მდე ადამიანი დაიღუპა. რაც შეეხევა ახალი ტიპისკორონავირუსს, გავრცელების წყაროსთან დაკავშირებით, სხვადასხვა აზრი არსებობს, თუმცა ერთზე ყველათანხმდება – კორონავირუსის მატარებლები არიან ცხოველები, ფრინველები და ა.შ.
_ ერთ-ერთი ვერსიით, ადამიანმა მიირთვა გველისგან მომზადებული კერძი, რომელმაც მანამდე დაავადებული ღამურა გადაყლაპა.
_ არც ისაა გამორიცხული, რომ ჩინელების კვების სპეციფიკიდან გამომდინარე, ღამურაში მობინადრე ვირუსი და ვირუსი, რომელიც ჩინურ, შხამიან გველში ბინადრობდა, ერთმანეთს ადამიანის ორგანიზმში შეხვდნენ. სავარაუდოდ, ეს ორი ვირუსი ერთმანეთს შეერწყა, შეიძინა ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის უნარი და ჩამოყალიბდა ახალი, ჩინური ვირუსის სახით, რომლის სახელწოდება 2019-nCoV გახლავთ. ცხადია, სრულიად ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ადამიანს  იმუნიტეტი არ გააჩნია და მისი სპეციფიკური მკურნალიობა პრაქტიკულად, არ არსებობს იმიტომ, რომ მისი გენომი ბოლომდე დადგენილი არაა. რა თქმა უნდა, მუშაობა მიმდინარეობს, მაგრამ ვაქცინის შექმნას რამდენიმე თვიდან ერთ წლამდე ჭირდება, ამასობაში კი შეიძლება ვირუსმა მუტაცია განიცადოს.
_ დაგვიცავს თუ არა კორონავირუსისგან ანტივირუსული პრეპარატების მიღება?
_ ქიმიურ ანტივირუსულ პრეპარატს უამრავი გვერდითი მოვლენები გააჩნია. მისი გამოყენება იზღუდება ორსულებისთვის, მეძუძური დედებისა და ბავშვებისთვის. თანაც, არ არსებობს გარანტია, რომ პრეპარატი  სპეციფიკურად ამ სახის ვირუსზე იმოქმედებს.
_ 2009 წელს, როდესაც მსოფლიოში ღორის გრიპის ეპიდემია მძვინვარებდა, თქვენს მიერ შექმნილი პრეპარატი ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურ საშუალებად აღიარეს. შეუძლია თუ არა „იმუნო ჰერბს“ ახალი ტიპის კორონავირუსისგან დაცვა?

_ზოგადად, ჰომეოპათიური პრეპარატები არ არჩევენ რა ტიპის ვირუსთან გვაქვს საქმე. ისინი ორგანიზმის იმუნიტეტს აძლიერებენ და თავად ორგანიზმი ებრძვის ვირუსს. (ჰომეოპათია — ალტერნატიული მედიცინის სისტემა, რომლის მიხედვითაც დაავადების სამკურნალოდ საჭიროა ხშირად და მცირე დოზით ისეთი წამლების მიღება, რომელთა დიდი დოზა ჯანმრთელ ადამიანში გამოიწვევდა ამ დაავადების მსგავს სიმპტომებს. მისი ფუძემდებელია, გერმანელი ექიმი სამუელ ჰანემანი) რაც შეეხება „იმუნო ჰერბს“, ღორის გრიპის ეპიდემიის დროს, პრეპარატი ჯერ კიდევ კლინიკურ ცდებს გადიოდა,  2012 წელს კი ჯანდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად დაარეგისტრირა, როგორც ანტივირუსული და ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალება. პრეპარატში შედის სამი ძირითადი კომპონენტი, რომელიც ესპანური გრიპის დროს გამოიყენებოდა და ვირუსს საშუალებას არ აძლევდა, რომ პროცესი პნევმონიისკენ წასულიყო. მართალი გითხრათ, მიკვირს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჰომეოპათიურ პრეპარატებთან მიმართებაში რატომ არ ითვალისწინებს წარსულის გამოცდილებებს.
_ რომელ გამოცდილებას გულისხმობთ?
_ ცნობილი და დადგენილი ფაქტია, რომ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე საშინელი ვირუსული ეპიდემია იყო ესპანური გრიპი ანუ ისპანკა, რომელიც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, 1918-1922 წლებში მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ვირუსი ხელის ჩამორთმევითაც კი გადადიოდა.  ვირუსი, რომელიც ფრინველისა და ადამიანის გრიპის კომბინაციის შედეგად შეიქმნა, იყო კატასტროფა, რომლის ანალოგი კაცობრიობის ისტორიაში არ ყოფილა. სხვადასხვა მონაცემებით, ესპანური გრიპის ვირუსმა დაახლოებით, 100 მილიონამდე ადამიანი შეიწირა. სტატისტიკის თანახმად, ესპანური გრიპის დროს, სიკვდილიანობა 30% შეადგენდა, ანუ ყოველი 100 დაავადებულიდან 30 იღუპებოდა. ზოგადად, ვირუსი ატიპური პნევმონიის იქნება, აღმოსავლეთის სინდრომის, ესპანური გრიპის თუ ახალი კორონავირუსი, ყველაზე დამაზიანებელი მოქმედება ფილტვზე გააჩნია. ესპანური გრიპი ისე აზიანებდა ფილტვის ქსოვილებს და სისხლძარღვებს, რომ ადამიანი ფილტვში სისხლჩაქცევის შედეგად, ერთი დღის განმავლობაში კვდებოდა. ახალი კორონავირუსი მასთან შედარებით, გაცილებით უწყინარია და იმდენად არ აზიანებს ფილტვის ქსოვილს, რომ სისხლდენა და მსგავსი მოვლენები გამოიწვიოს. ამ ვირუსის დროს ყველაზე მთავარია ნაადრევი დიაგნოსტიკა, რომელიც ბოლომდე დამუშავებული არ არის, რომ პროცესი ფილტვის ანთებამდე არ იქნას მიყვანილი.
რაც შეეხება გამოცდილებას, 1919-21 წლებში მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით, ევროპაში და შეერთებულ შტატებში გავრცელდა გერმანელი პროფესორის, ჰანიმანის მიერ შექმნილი ბუნებრივი, ჰომეოპათიური მედიცინის მიმართულება. შემუშავდა ჰომეოპათიური, ანტივირუსული საშუალებები, რომლებიც პროცესს პნევმონიისკენ წასვლის საშუალებას არ აძლევდნენ.
_ რამდენად ეფექტურია ჰომეოპათიური, ანტივირუსული საშუალებების გამოყენება  ბოლო დროს გავრცელებული, საშიში ვირუსების წინააღმდეგ?
_ ამერიკის ჰომეოპათიურ ჟურნალში მოყვანილი ოფიციალური სტატისტიკის თანახმად,  შვეიცარიაში, სადაც მასიურად ჰომეოპათიური პროფილაქტიკური საშუალებებით მკურნალობდნენ, ესპანური გრიპით არც ერთი პაციენტი არ გარდაცვლილა. ჰომეოპათიის სამშობლოდ აღიარებულ ევროპაში, ესპანური გრიპისგან გამოწვეულმა სიკვდილიანობამ ნაცვლად 30%, 1% შეადგინა იქ,სადაც ჰომეოპათია იყო გამოყენებული.
მე ამ საკითხებით ჯერ კიდევ 2003 წელს დავინტერესდი,  როდესაც ატიპიური პნევმონიის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. მიზნად ორი რამ დავისახე: პირველი – აღმედგინა ჰომეოპათიური სტრუქტურა, რომელიც იყო გამოიყენებული ესპანური გრიპის წინააღმდეგ 1918-21 წლებში. საბოლოოდ, ჩემს მიერ იქნა შერჩეული და დამუშავებული ის ჰომეოპათიური ბუნებრივი, ანტივირუსული საშუალებები, რომელიც იმ დროს ეფექტურად გამოიყენებოდა და მეორე –  მე უკვე 25-30 წელია ვმუშაობ ძველი ქართული მედიცინის საკითხებზე და გავარკვიე, რომ გრიპის მსგავსი ეპიდემიები საქართველოსთვისაც არ ყოფილა უცხო. ეს აღწერილია მე-10 საუკუნის კარაბადინში, წიგნი სააქიმოში და ა.შ. არსებობს ლიტერატურა, სადაც აღწერილია მცენარეები, რომელთა ნახარშებს და ნაყენებსაც აძლევდნენ ავადმყოფებს  და ამას  საკმაოდ ეფექტური შედეგები ჰქონდა. ამის შემდეგ დავიწყე მუშაობა, აღვადგინე ის საშუალებები, რომლებიც „ესპანური გრიპის“ დროს გამოიყენებოდა და დავამატე, რაც ძვე ქართულ მედიცინაში იყო ცნობილი. ამ სინთეზის შედეგად, შეიქმნა პრეპარატი, რომლის კლინიკური გამოცდა დაიწყო 2009 წელს, როდესაც მთელ მსოფლიოში ღორის გრიპის ეპიდემია მძვინვარებდა. შედეგი საკმაოდ შთამბეჭდავი იყო – ვინც ჩემს მიერ შექმნილ პრეპარატს იღებდა, ღორის გრიპი ან საერთოდ არ ემართებოდა ან ძალიან მსუბუქად გადაჰქონდა. უკვე დაავადებულების გამოჯანმრთელობაც მოკლე დროში და გართულებების გარეშე ხდებოდა. ჯანდაცვის სამინისტრომ დეტალურად შეისწავლა პრეპარატის შესახებ არსებული ყველა ინფორმაცია და დოკუმენტაცია და დღეს, „იმუნო ჰერბი“, როგორც სახელმწიფოს მიერ ლიცენზირებული სამკურნალო, ანტივირუსული საშუალება ყველა სააფთიაქო ქსელში ხელმისაწვდომია. პრეპარატს არ აქვს გვერდითი მოქმედება, წინააღმდეგ ჩვენება და რაც მთავარია, ეს არის მესამე ჯგუფის პრეპარატი ანუ მისი გამოყენება შეიძლება ექიმის დანიშნულების გარეშე. ვფიქრობ, პრეპარატის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის გამოყენება ისეთივე ეფექტური იქნება, როგორც ღორის გრიპის დროს იყო. მაშინ  რატომ არ შეიძლება ასეთი ყველასთვის ხელმისაწვდომი და უვნებელი  მიმართულება, რომელიც წარმატებით იქნა მედიცინა გამოყენებული ყველაზე საშიში ეპიდემიების დროს, უფრო ფართოდ დაინერგოს?
_ თქვენი აზრით, ხელისშემშლელი ფაქტორი რა უნდა იყოს?
_ არავისთვის დასამალი არაა, რომ ახალი ვირუსის წარმოშობისა და ეპიდემიის დროს ფარმაცევტული კონცერნები ახალი ვაქცინებით უზარმაზარ მოგებას ნახულობენ. სავარაუდოდ, ყველაფერი ამას უკავშირდება. მინდა ყურადღება მიაქციოთ ერთ ფაქტორს. ჩინეთის გვერდით უზარმაზარი ინდოეთი მდებარეობს მილიარდნახევარიანი მოსახლეობით. თუ გსმენიათ ბოლო 20-30 წლის მანძილზე ინდოეთიდან ვირუსის გავრცელების შესახებ? მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთში ცხოვრების საშინელი პირობებია და  მარტო განგიდან შეიძლება ათასი ეპიდემია წამოვიდეს, ამ ქვეყანაში ეპიდემია ფეხს ვერ იკიდებს. საქმე ის გახლავთ, რომ ინდოეთში, როდესაც დიდი ბრიტანეთის კოლონია იყო, ფართოდ გავრცელდა ჰომეოპათიური მედიცინა.  ამჟამად, ინდოეთში ჰომეოპათიური მედიცინა ისეთ მაღალ დონეზეა, რომ ლამისაა ყველა  სოფელს თითო ჰომეპათი ჰყავს, რომელსაც შეუძლია ეფექტურად უმკურნალოს პაციენტებს. ინდოეთის ღარიბ მოსახლეობას ძვირადღირებული ქიმიური პრეპარატების შეძენა არ შეუძლია და მისთვის იაფი ჰომეოპათიური მედიკამენტები ყველაზე ხელმისაწვდომი აღმოჩნდა. ქვეყნის ხელისუფლება ყველანაირად ხელს უწყობს დარგის  განვითარებას და იმ ფაქტს, რომ იქიდან არანაირი ეპიდემიები არ მოდის, სწორედ ამ ფაქტორს ვუკავშირებ. კიდევ ერთ საინტერესო ფაქტს გეტყვით…  რადგან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ასეთ ფაქტორებს არ ითვალისწინებს, ვფიქრობ, აქ სხვა ინტერესებია.

შეგახსენებთ, რომ 30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ბოლო მონაცემებით,  დაავადებამ ჩინეთში 304 ადამიანი იმსხვერპლა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 14 ათასს გადააჭარბა, სრულად კი მხოლოდ 328 ადამიანი განიკურნა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. ვირუსი უკვე 23 ქვეყანაში გავრცელდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებითამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსული ინფექცია არ გვაქვს.

„პროგრესნიუსი“

 

წინა პოსტი

„ბიძინა ივანიშვილი არჩევნებს ფულის გამო არ იგებდა და ახლაც ვერ მოიგებს ფულის გამო“

შემდეგი პოსტი

როგორ მოატყუეს ჩინელებმა ვირუსის დახმარებით მსოფლიო?