მთავარი»ეკონომიკა»საქართველოში ხორცის, რძისა და კვერცხის წარმოება მცირდება – „საქსტატი“

საქართველოში ხორცის, რძისა და კვერცხის წარმოება მცირდება – „საქსტატი“

11
გაზიარებები
Pinterest Google+

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის მე-3 კვარტლის ბოლოსთვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.1 პროცენტით შემცირდა და 902.1 ათასი სული შეადგინა.

აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 436.6 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 7.1 პროცენტით ჩამორჩება.

ამასთან, ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 7.3 პროცენტით შემცირდა და 813.6 ათასი სული შეადგინა. ღორების რაოდენობამ 225.4 ათასი სული შეადგინა, რაც 8.8 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე, ხოლო ფრინველის რაოდენობა 3.7 პროცენტით შემცირდა და 9.1 მლნ ფრთა შეადგინა.

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის მე-3 კვარტალში წარმოებულია 160.3 მლნ ლიტრი რძე, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 4.8 პროცენტით ჩამორჩება. ხორცის წარმოებამ 14.5 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2018 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3.3 პროცენტით ნაკლებია. ამასთან, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 146.2 მილიონი ცალი კვერცხი, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 5.1 პროცენტით ნაკლებია.
bpn.ge
წინა პოსტი

„არ მოვეშვებით, არ დავიღლებით, მაინც ამოვთხრით“!

შემდეგი პოსტი

ნინი გოგიჩაიშვილი “მის მსოფლიოსთვის” ემზადება (ვიდეო)