მთავარი»Slider»საქართველოში ხომ არასდროს ყოფილა აზდაკის მაგვარი სამართლიანი მოსამართლე

საქართველოში ხომ არასდროს ყოფილა აზდაკის მაგვარი სამართლიანი მოსამართლე

4
Shares
Pinterest Google+

“რობერტ სტურუას “ბედი ქართლისა” – ისტორიკოსების შოკი”, – ამ “ჭრილში” განიხილა გიორგი გახარიამ სტუმრებთან ლაშა ბაქრაძესთან და ირაკლი ხვადაგიანთან ქარ­თუ­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რიზ­მის 100 წლის იუ­ბი­ლე­სად­მი მი­ძღვნილ სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე წარმოდგენილი რობერტ სტურუას სპექტაკლი. გადაცემამდე იყო ფეისბუქზე გამოქვეყნებული სტატუსები:

“რა სირ­ცხვი­ლია თე­ატ­რა­ლი­ზე­ბუ­ლი წარ­მოდ­გე­ნა “ბედი ქარ­თლი­სა”… სტუ­რუა იქით იყოს, ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ო­ბებს რო­გორ არ ცხვე­ნი­ათ?”… – და­წე­რა გოგი გვა­ხა­რი­ამ.

“რო­ბერტ სტუ­რუ­ას სპექ­ტაკ­ლი “ბედი ქარ­თლი­სა” იყო ბო­როტ­სა და კე­თილს მიღ­მა. უბ­რა­ლო სი­ტყვე­ბით, რო­გო­რი­ცაა ჩვენ­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი “მა­რაზ­მი” ან არა­კო­რექ­ტუ­ლი კრე­ტი­ნიზ­მი ან იდი­ო­ტიზ­მი ამ დად­გმას ვერ აღ­წერ – ის კე­თილ­სა და ბო­როტს მიღ­მა იყო (Jenseits von Gut und Böse) – ისევ ჩვენ­ში ასე­რი­გად აქ­ტუ­ა­ლუ­რი ფრიდ­რიხ ნიც­შე რომ მო­ვიხ­მოთ”, – ასე შე­ა­ფა­სა სპექ­ტაკ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რათმცოდ­ნე ლაშა ბაქ­რა­ძემ.

გვახარიას ერთი სტუმარი გაარიზიანა სცენამ სადაც ფრანგთ მეფეს “ვიღაც ქართველი მღვდელი” დახმარებას სთხოვს და ის არ ეხმარება. მეორე გააღიზიანა სცენამ, სადაც მუსლიმებისადმი ქართველთა  მტრული დამოკიდებულება სჩანს. “ევროპული საქართველოს” “სახე” გიორგი კანდელაკიც სწორედ ამ ფაქტმა  შეაშფოთა, თურმე სპექტაკლი იყო შეურაცხმყოფელი მუსლიმებისთვის, მაგრამ “სტუმარ-მასპინძლებისათვის” მისაღებია გამოთქმა – “ვიღაც ქართველი მღვდელი”, “ვიღაც ლოთი” და ასე შემდეგ. კანდელაკისთვის სპექტაკლი, როგორც ბრძანა, “რაღაც უქარქაშო ხმლების რაღაც სადღეგრძელოების ბრახა-ბრუხიც იყო”.

მოკლედ, დაახლოებით 20 თუ 30 წუთი “აბაკუნეს” გვახარიამ და მისმა სტუმრებმა “ფეხუცები”. გადაცემის ბოლოს დიდმა კრიტიკოსმა გულზე მჯიღი დაირტყა – აი, პირველი არხს საიტზე უდევს სპექტაკლის ჩანაწერი და იმედია, ჩვენი გადაცემის შემდეგ არ აიღებენო. მისმა სტუმარმა ლაშა ბაქრაძემ – ძალიან მაინტერესებს ერთი ადამიანი მაინც თუ გამოჩნდება, ვინც ამ უაზრო სპექტაკლს მოიწონებსო.

მოკლედ, გადაცემამ თემა ვერ “გაახურა”.  მოხდა მოულოდნელი რამ, რადიო “თავისუფლების” გვერდზე, გადაცემის ბმულზე მაყურებლის მიერ დატოვებული კომენტარების წაკითხვის შემდეგ, გვახარიას, წესით, საკუთარი ხელით, საკუთარი გადაცემის ბმული უნდა აეღო, მაგრამ არც პირველმა არხმა “გააქრო” სპექტაკლი და არც გვახარიამ გადაცემა.

ამასობაში ამ “ტროიკის” მეგობარი (სხვებზე არაფერს ვიტყვი, ისინი შეიძლება მეგობრები არ არიან) ირაკლი კაკაბაძე რობერტ სტურუას ფეისბუქ გვერდზე წერს: “რუსთაველი თეატრის პასუხი პარლამენტარიზმის 100 წლისთავს. გუშინ, ძალიან მომეწონა რუსთაველის თეატრის მიერ გაჟღერებული არა-ისტორიული საქართველოს მატიანე. რობიკო სტურუას დადგმები დიდი ხანია არ მინახავს. ეს ტელევიზიით ვნახე და ნამდვილად მომეწონა მასში ნათქვამი სიმართლე – ისევ და ისევ ‘კავკასიური ცარცის წრის’ პირით. დღევანდელი მევახშეების სახელმწიფოში განსაკუთრებით მართალია ბერტოლტ ბრეხტის ნათქვამი სიტყვები. დღეს ხომ ყველაფერი იყიდება დ ყველაფერი უკვე თითქმის გაყიდულია. წმინდა ნინოც დასუხარებულია, თამარ მეფეც გაყიდულია, დავით აღმაშენებლიც, სულხან-საბაც, თავადი ილია ჭავჭავაძეც, რელიგიური გრძნობებიც და პატრიოტულიც.. დღეს ყველაფრის მეფე კომერცია და კორუფციაა. ეს თანამონაწილეობითი თეატრია – ბრეხტის თეატრი – რომელიც პასუხს მაყურებლისგან ითხოვს. როგორ შეიძლება ისე გავაკეთოთ რომ არ იყიდებოდეს ყველაფერი – მიწა წყლიდან დაწყებული და სინდისით დამთავრებული. რობერტ სტურუამ 40 წლის წინანდელი სიმღერის გაცოცხლებით ეს შეკითხვა ისევ დასვა. და დღეს ეს შეკითხვა კიდევ უფრო მწვავეა ჩვენთვის, ვიდრე მაშინ იყო. ქართული თეატრის დაძინებულმა ვეშაპმა ისევ გამოიღვიძა და პოლიტიკოსებს და მთლიანად საზოგადოებას ისევ დაუსვა ყველაზე მტკივნეული შეკითხვა: ნუთუ ყველაფერი უნდა იყიდებოდეს ამ ქვეყანაში სინდისის ჩათვლით? სხვაობა კარგ ხელოვანსა და პოლიტიკოსს შორის ისაა რომ პოლიტიკოსი ყოველთვის გარწმუნებს რომ სიმართლეს ამბობს და თითქმის ყოველთვის ტყუის, და კარგი ხელოვანი ყოველთვის გეუბნება თითქმოს ის ამბავს იგონებს და თითქმის ყოველთვის სიმართლეს გეუბნება.
გაიყიდა საქართველო ბოლომდე, მეგობრებო? თუ ჩვენ გვაქვს ძალა ისევ დავიბრუნოთ აზდაკის სამართალი. საქართველოში ხომ არასდროს ყოფილა აზდაკის მაგვარი სამართლიანი მოსამართლე”.

წინა სტატია

ოთხი კაცთმოყვარე ტანკისტი გადმოიყვანეს და საჯაროდ მიახვრიტეს - ოთხივე ქართველი იყო!..

შემდეგი სტატია

პარლამენტის წინ მამაკაცი გაშიშვლდა და დეპუტატებს აგინა

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *