მთავარი»Slider»საქართველოში ძროხის დაკვლა 25 ლარი ღირს, ცხვრის ან თხის – 11, ღორის კი – 23

საქართველოში ძროხის დაკვლა 25 ლარი ღირს, ცხვრის ან თხის – 11, ღორის კი – 23

2
გაზიარებები
Pinterest Google+

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის III კვარტალში საქართველოში 98 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 23.5 პროცენტი – ქვემო ქართლში, 15.3 პროცენტი – კახეთში, 12.2 პროცენტი – იმერეთში, 12.2 პროცენტი – შიდა ქართლში, 10.2 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთში მდებარეობს, ხოლო დანარჩენი 26.5 პროცენტი სხვა რეგიონებშია განთავსებული.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური – 24.9 ლარი, ცხვრის ან თხის – 10.7 ლარი, ხოლო ღორის – 22.8 ლარი.

წინა პოსტი

ფასების ზრდა: პროდუქტები, სასმელები, თამბაქო -10.5 %; ელექტროენერგია, აირი - 2.0%

შემდეგი პოსტი

სასაკლაოებში დაკლულია 135.0 ათასი სული პირუტყვი: 28.1% მსხვილფეხა, 71.9%-წვრილფეხა