საქართველოს საზღვართან ზედიზედ ოთხი მიწისძვრა მოხდა

სეისმოლოგიური ცენტრი იუწყება, რომ გუშინ, საქართველოს საზღვართან, კერძოდ, სომხეთის საზღვრიდან 6–8 კილომეტრის მოშორებით, ნახევარ საათში ზედიზედ ოთხჯერ მოხდა მიწისძვრა. პირველად ბიძგების სიმძლავრემ 5,2 მეორედ – 4,3 მესამედ – 3,6; მეოთხედ კი, – 3,8 მაგნიტუდა შეადგინა. მსხვერპლის და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.