მთავარი»Slider»„საქართველოს რკინიგზის“ სერგო ორჯონიკიძეები – თავშესაფარი „ნაცებისთვის“ და კორუფციის ბუდე ქვეყნისთვის (?!)

„საქართველოს რკინიგზის“ სერგო ორჯონიკიძეები – თავშესაფარი „ნაცებისთვის“ და კორუფციის ბუდე ქვეყნისთვის (?!)

14
Shares
Pinterest Google+

გაზრდილი ტარიფები – ვაგონებში მორყეული სავარძლები; უმეტესობას დაბალი ხელფასი, უმცირესობას კოლოსალურად დიდი პრემია-დანამატი; სანახაობა – მატარებელი გვირაბში შევიდა და –  „ჩხირიმელა ადიდდა,  ვდგავართ.  შენი ტრიფონი“.
„საქართველოს რკინიგზა“ – მავანთათვის ოდითგანვე ფულის საჭრელი „სტანოკი“ – სახელმწიფოს 100%-იანი წილის მქონე კომპანია, სადაც 13 000 ადამიანია დასაქმებული; 2017 წლის შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით, კომპანია ხშირ შემთხვევაში უხეშად არღვევდა შრომითი უსაფრთხოების სტანდარტებს, რის გამოც  მხოლოდ 2016-17 წლებში გარდაიცვალა 9 და მძიმედ დაშავდა 10-ზე მეტი რკინიგზელი…
იყო მუშების გაფიცვები, შიმშილობის აქცია და „წინა ცხოვრებაში“ უფლებადამცველის სახელით ცნობილი, 2012 წლის შემდეგ  „გარკინიგზებულის“ დამცინავი, შეურაცხმყოფელი კომენტარი: „საერთოდ რა უნდათ იციან?“
„ქვემოთ“ იცოდნენ, „მაღლა“-ც იცოდნენ, მაგრამ არ ესმოდათ და ასე გავიდა ორსართულიანი მატარებელი გვირაბში, ისე, რომ არაფერს გაეხახუნა, არ შეეხო.
მწარე რეალობა:
„დაბრუნდა თუ არა კორუფცია საქართველოში?!
– საქართველოს რკინიგზაში ყვავის კორუპცია და ხმას არავინ არ იღებს. ჰოი საოცრებავ, კორუფციის და უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლის მანდატით არ მობრძანდით ხელისუფლებაში? აბა ქვეყნის ეკონომიკა და ადამიანების სოციალური მდგომარეობა აშკარად გაუარესებულია, რამდენიც გინდათ ამტკიცეთ საწინააღმდეგო აზრი. თქვენი ახლობლები და თქვენ თუ გამდიდრდით ეს არ ნიშნავს საქართველოს მოსახლეობის მდგომარეობის გამოსწორებას.
„ამბობენ ფულს სუნი არ აზდისო“ – და მიდით მოასწარით ქართული ოჯახების გაღატაკების ხარჯზე გამდიდრება. ისე არამი ლუკმა არ უნდა გინდოდეთ თქვენი შვილებისთვის, ეს ჩემი აზრია და თუ დრო მოჭმულად ჟღერს მე მაპატიეთ ვეღარ გეწევით.
ეხლა საქმეს რაც შეეხება – ჩვენი მთავრობა თავს იწონებს ადამიანის უფლებების დაცვით და თავისუფლების მაღალი დონით. მე, როგორც საქართველოს მოქალაქე აბსოლუტურად დაუცველად ვგრძნობ თავს და რატომ?
ახალი გამომცხვარი ჩინოვნიკის აზროვნების დონეზე მინდა მოგახსენოთ.
გახლდით შპს“ჯიარ ლოგისტიკა და ტერმინალების“ დირექტორის მოადგილე. ეს გახლავთ სს”საქართველოს რკინიგზის” შვილობილი კომპანია „შემომთავაზეს“ თანამდებობის დატოვება. რატომ?- გამიჩნდა ბუნებრივი კითხვა. პასუხი: – ბევრი იცი და თან ქალი ხარო. აქ მივხვდი, რომ ძალიან ცუდად იყო საქმე. იმიტომ კი არა, რომ ჩემი მოხსნა უნდოდათ არამედ მივხვდი რაღაც საოცრებასთან მქონდა საქმე. რომლისთვისაც უცხო იყო გენდერული თანასწორობის მცნება, ადამიანის და დასაქმებულის უფლებები. რაღაც საკუთარი კანონმდებლობა ქონდა შემუშავებული. დირექტორსა და ჩემს შორის საუბარს არ დასწრებია მესამე პირი. სამაგიეროდ, ვერაზე ერთ ერთ სასტუმროში ჩაატარეს სემინარი და მიგვიწვიეს კომპანიის „თანამდებობის პირები“ სადაც დირექტორმა წამოჭრა საკითხი, რომ საგარეო საქმეებით იყო დაკავებული და ვერ ახერხებდა კომპანიის სრულყოფილად მართვას. ანუ თვითონ უნდა გამხდარიყო „გენერალური“ დირექტორი და მაგის „ძმაკაცი“ აღმასრულებელი. ვისაც ლექცია მიჰავდა იმ ქალბატონმა დირექტორს დაუსვა კითხვა, როგორი თვისებები უნდა ქონდეს აღმასრულებელ დირექტორსო. ნუ ბევრი სისულელების ჩამოთვლის შემდეგ მნიშვნელოვანი და აუცილებელ პირობად დაასახელა „ქუჩის, ძველბიჭური ცხოვრების გამოცდილება – ქურდული უნდა ესმოდესო“ ქალბატონს ხმა ჩაუვარდა და უხერხულობისგან აღარ იცოდა რა ექნა. ლექციას ესწრებოდა ყველაზე ნაკლები 15 ადამიანი მაინც. გონივრული ეჭვი მქონდა და მაქვს, რომ ვექტორი დასავლეთიდან ჩრდილოეთისკენ გადაიხარა. ვინაიდან ამ დირექტორს ფესვები ჩრდილოეთში აქვს გადგმული.
ქურდული სამყაროს არ ცოდნა, რომ დაგვიწუნა ამ დირექტორმა ისიც არ იცოდა, რომ ლარსში რკინიგზა არ გადიოდა. რა მოხდა მერე სამაგიეროდ გენერალური დირექტორის მეგობარია.
როგორ შეიძლება ისეთ ქვეყანაში, სადაც თანამდებობებზე ასეთი მენტალობის და აზროვნების ადამიანები ინიშნებიან თავი იგრძნო დაცულად“.

სინათლე გვირაბის ბოლოს – საკადრო პოლიტიკა „საქართველოს რკინიგზაში“
ამონარიდი მასალიდან, რომელიც 2011 წელს იქნა გამოქვეყნებული:
„სიღნაღის პოლიციის უფროსმა ზაზა მაზიაშვილმა და პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, მოქალაქე სოსო ჯავახიშვილი ცემეს. ინციდენტი 18 ივნისს, სიღნაღში, სარაჯიშვილის ქუჩაზე მოხდა. ცემის შემდეგ სამართალდამცავებმა სოსო ჯავახიშვილი დააკავეს, სასამართლომ კი მას ჯარიმა შეუფარდა. ჯავახიშვილს სხეულის დაზიანებები აქვს მიღებული და მკურნალობას სახლში გადის. თვითმხილველების თქმით, სოსო ჯავახიშვილი სარაჯიშვილის ქუჩაზე მანქანით იყო გაჩერებული. „მანქანიდან გადმოვიდა და მაღაზიაში შედიოდა. ამ დროს პოლიციელებმა გამოიარეს და უთხრეს, მანქანა აქ რატომ დგასო. სოსომ უპასუხა, მაღაზიაში ნაყინს ვიყიდი და ახლავე გავიყვანო. გადმოვიდნენ და ცემა დაუწყეს. მიწაზე დააგდეს და წიხლებით შედგნენ. პოლიციის თანამშრომლები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. ცემის დროს თან უცენზურო სიტყვებით იგინებოდნენ. ყველაზე აგრესიული პოლიციის უფროსი იყო. ცემის შემდეგ სოსო პოლიცის მანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს“, – აღნიშნეს თვითმხილველებმა. ინციდენტში სიღნაღის პოლიციის უფროსიც რომ მონაწილეობდა, ამას სიღნაღის რაიონში მომუშავე ადვოკატი თენგიზ ბეჟაშვილიც ადასტურებს… მომხდართან დაკავშირებით პროკურატურაში გამოძიება დაწყებული არ არის.
ამ სტატიის „მთავარი გმირი“ ცოტა ხნის წინ „საქართველოს რკინიგზაში“ დაასაქმეს და ზაზა მაზიაშვილი არაა პირველი „იმ ხელისუფლების ასკოლკა“, რომელიც რკინიგზას აფარებს თავს.
არავინ იცის ყოფილი პოლიციელები ბიქტორ რაზმაძე და ზაზა მაზიაშვილი რატომ დაითხოვეს სისტემიდან, სამაგიეროდ ვიცით, რომ ბიქტორ რაზმაძეს ხელფასი 3100ლარი აქვს, ზაზა მაზიაძვილს კი 2500 ლარი. უგულავას წრიდან თამარ მათიაშვილს 4000ლარი. ე.წ. „მამალ ნაცებს“: ნინო ჯორბენაძეს 6100 ლარი; გიორგი ქადაგიშვილს 4500 ლარი;  ქეტევან ხუნდაძე ს 5000; შოთა ჭინჭარაძეს – 2500; ნიკა კაჭარავას 3100; კახა ცეცხლაძე ს 4700 ლარი და თინათინ ფილიას 3100. სამაგიეროდ, მუშებს, „მაღალთათვის“ დაბალი რანგის ტექნიკურ პერსონალს 500-დან 1000 ლარამდე. სხვათაშორის, გასაოცარი დემოკრატიის პირობებში, გასაოცარი მონაცემების ე.წ. უფლებადამცველებს, რომლებიც თბილიად მოკალათდნენ რკინიგზაში, ერთხელაც არ გაუპროტესტებიათ ყოველ სეზონზე ბილეთის ფასის ზრდა. არადა, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში სეზონზე ბილეთის ფასი გაიზარდა, სწორედ დრევანდელი „რკინიგზელი“ ყვიროდა ყველაზე მეტს – სეზონზე, ყველა ქვეყანაში, ბილეთის ფასი ქვემოთ იწევს და ჩვენთან იზრდებაო. მისა სეზონის დასრულებისთანავე აიაფებდა ბილეთს, გასაოცარი დემოკრატიის პირობებში კი 18 ლარიდან 27 ლარამდე ავიდა, მაგალითად, პირველი კლასის ბილეთის ფასი, ხოლო ე.წ. „ბიზნესკლასის“ ბილეთი კარგა ხანია 40 ლარს ასცდა. არადა, „ფეშენ“ ვაგონებს არც ბარგის შესანახი ადგილი აქვს და არც სხვა დეტალით განსხვავდენა მეორე კლასის ვაგონებისაგან, რომლის ბილეთის ფასიც კატასტროფულადაა გაზრდილი.
დიახ, ხალხი უნდა გაატყაონ, სხვაგვარად მაღალ ხელფასებსა და პრემიებზე ოცნება აუხდენელი დარჩებათ.
დაბოლოს, სოციალურ ქსელში შემთხვევით გადავაწყდით, ნინო ლომიძის სტატუსებს (ზემოთ ერთ-ერთი შემოგთავაზეთ), რაც ძალიან საინტერესო და ყურადსაღებია, თუმცა…
„ცრუპენტელების, კორუმპირებულების და ქვეყნის გამყიდველების ხელშია დღეს საქართველოს რკინიგზა. ზუსტად ვიცი ძირფესვიანად იქნება გამოძიებული და შეფასებული დათო ფერაძის და მისი “მეგობრების” საქმიანობა. ნუ გამომიხვედით ზოგიერთი “მედროვეები” პაპზე უფრო მეტი კათოლიკე , თქვენ საქართველოს რკინიგზაც და შპს”ჯიარ ლოჯისტიკა და ტერმინალებიც” გინდათ ერთადერთისთვის – ფულის მოსახვეჭად. კორუფციის, ნეპოტიზმის, უსამართლობის, გენდერული უფლებების დარღვევის, ადამიანების ჩაგვრის და განადგურების ადგილად იქცა საქართველოს რკინიგზა. საქართველოს რკინიგზას მართავს “ზონდერ” კაცუნები და ზონდერ “ქალი” კიდევ – თვლაც დაგავიწყდათ აშკარად, ვაგონებს ვეღარ ითვლით. მე ზეპირად მახსოვს და ყოველშემთხვევისთვის დოკუმენტიც მაქვს, სადაც აშკარად ჩანს ვის რამდენი ვაგონი “მიაიჯარეთ” და ვის რამდენი “ათხოვეთ” ასე რომ მორჩით ტყუილებს და აღიარეთ, რომ ხართ “კორუმპირებულები”.

„და მაინც!!! მინდა ვკითხო საქართველოს რკინიგზის კორუმპირებულ გენერალურ დირექტორს რა დაიმსახურეს ასეთი და რა წვლილი მიუძღვით საქართველოს რკინიგზის განვითარების საქმეში ან დღეს რა დოვლათს ქმნიან ისეთს საქართველოს რკინიგზისთვის „დისტანციურად“, რომ თქვენი მითითებით თქვენივე ახლობლები გაფორმებულები არიან შპს“ჯიარ ლოჯისტიკა და ტერმინალებში“ -შტატგარეშე თანამშრომლებად და იღებენ საკმაოდ სოლიდურ ანაზღაურებას. მაგალითად: თინათინ რუხაძე -3965ლ,(დარწმუნებული ვარ რკინიგზის დეპარტამენტი არცკი იცის სად არის ტერიტორიულად) გიორგი გვეტაძე – 3965ლ. ეთერ სვარიძე -4210ლ (ვითომ ამ ადამიანებისგან უნდოდათ კომპანიაში სტრუქტურის და შიდა პროცესების დალაგება, რომელიც აუცილებლად უნდა შესყიდულიყო ტენდერით ანუ იყო სატენდერო წინადადება. ტენდერს ვერ მოაგებინებდა იმ კომპანიას სადაც ეს ადამიანები მუშაობდენენ, ვინაიდან მაშინ კომპანიაში შესყიდვების სამსახურის უფროსი არ იყო „ნდობით აღჭურვილი ანუ თავისი “ კადრი. მაინც „მოხსნეს“ ფული ადგა და შტატგარეშე თანამშრომლებად გააფორმებინა თავისი ახლობლები ამ კომპანიიდან და ასე აიცილეს ტენდერის ჩატარების ვალდებულება ჩვენმა „გენიოსებმა“ , თან სატენდერო ხელშეკრულებაში ჩაბარების ვადები უნდა მითითებულიყო, აქ კიდევ უვადოდ ურიცხავენ და ურიცხავენ სოლიდურ თანხებს ახლობელ-მეგობრებს. არც ვადებია არც ვალდებულება. ასე რომ დისტანციური თანამშრომლობა გაცილებით „მაღალანაზღაურებადია“ საქართველოს რკინიგზაში ვიდრე რკინიგზის ლიანდაგებში უსასრულოდ სიარული მზეში, წვიმაში, ავდარში. მთავარია იყო გენერაული დირექტორის მეგობარი ან ნათესავი….. შენიშვნა: ეს არის მცირედი ჩამონათვალი იმ ადამიანებისა ვინც სოლიდურ ანაზღაურებას იღებდნენ და იღებენ არაფერში. (მკვდარი სულების არმია შტატგარეშედ გაფორმებულები). ეს ერთერთ შვილობილში, რა ხდება თვითონ რკინიგზაში?! – დარწმუნებული ვარ უარესი. ეს არის მწარე რეალობა!!!!!!!“

„2018წლის 1 აგვისტოდან 2019 წლის ივნისამდე ვაკის ოფისის იჯარის სახით, რომ გადაიხადეთ საკმაოდ სოლიდური თანხა და სახელმწიფო ფული “თქვენ ჯიბეში” გაუშვით იმას რა ეშველება?! – გაპრავება, რომ დაიწყეთ და გადაწყვიტეთ ვაკის ოფისში ნაწილი თანამშრომლების გადაყვანა, შემდეგ რომ ამტკიცოთ უსუსურად ვაკის ოფისის ფუნქციონირება. აბა იმას ხომ არ იტყვით, რომ პირადი მიზნებისთვის იყენებდით “კონსპირაციულ” ოფისს. რა ორი ოფისი და სახელმწიფო ფულით “გულაობა” აგიტყდათ. ძალიან მაინტერესებს “ხორბალმზიდები” რომ გიყრიათ საერთო სარგებლობის ლიანდაგებში და ყოველდღიურად ერიცხება მოცდენები თქვენი არასწორი, ნაჩქარევი, დაუგეგმავი და ფულის შოვნის სურვილით დაბნელებული გადაწყვეტილების გამო მაგის “გაპრავებას” როგორ აპირებთ?! ” – “გენიოსებო -რკინიგზის აზრზე რომ არ ხართ” – თურმე გადაზიდვის დავალების განბლოკვა და ავტომატურ რეჟიმში თანხის დაბრუნება კომპანიის ანგარიშზე – ყოფილა ზარალის მიყენება კომპანიისთვის და 500 000 ლარის მოცდენები და სახელმწიფო ფულის ჰაერში გაშვება არ არის დანაშაული. (დაახლოებული ციფრია თუმცა დავთვლი არ გამიჭირდება თქვენგან განსხვავებით – მომეცემა მაგის საშუალებაც ) კიდევ რამდენი რამე გაქვთ “გასაპრავებელი” თუმცა ბევრი რამე არ “პრავდება” ვის ხელში ჩავარდა საქართველოს რკინიგზა?“

„უნდა ითქვას სიმართლე, უნდა იქნას მხილებული ყველა ჩინოვნიკი ვინც სახელმწიფოს ფულს ანიავებს და საკუთარი მიზნებისთვის იყენებს. რაც მთავარია უნდა აგონ პასუხი აუცილებლად და არ უნდა იყოს ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომი გამეფებული. იმ უპასუხისმგებლო, ნაჩქარევი გადაწყვეტილებების გამოც უნდა დაისაჯონ ვინც ზარალი მიაყენა და აყენებს დღემდე რკინიგზას. პასუხი უნდა აგოს ყველა იმ “გამპრავებელმა” – ზონდერებმა ვინც დაკავებულები არიან გენერალური დირექტორის არასახელმწიფოებრივი და არაკანონერი დავალებების შესრულებით.

ცრუპენტელების, კორუმპირებულების და ქვეყნის გამყიდველების ხელშია დღეს საქართველოს რკინიგზა. ზუსტად ვიცი ძირფესვიანად იქნება გამოძიებული და შეფასებული დათო ფერაძის და მისი “მეგობრების” საქმიანობა. ნუ გამომიხვედით ზოგიერთი “მედროვეები” პაპზე უფრო მეტი კათოლიკე , თქვენ საქართველოს რკინიგზაც და შპს “ჯიარ ლოჯისტიკა და ტერმინალებიც” გინდათ ერთადერთისთვის – ფულის მოსახვეჭად. კორუფციის, ნეპოტიზმის, უსამართლობის, გენდერული უფლებების დარღვევის, ადამიანების ჩაგვრის და განადგურების ადგილად იქცა საქართველოს რკინიგზა. საქართველოს რკინიგზას მართავს “ზონდერ” კაცუნები და ზონდერ “ქალი”
კიდევ – თვლაც დაგავიწყდათ აშკარად, ვაგონებს ვეღარ ითვლით. მე ზეპირად მახსოვს და ყოველშემთხვევისთვის დოკუმენტიც მაქვს, სადაც აშკარად ჩანს ვის რამდენი ვაგონი “მიაიჯარეთ” და ვის რამდენი “ათხოვეთ” ასე რომ მორჩით ტყუილებს და აღიარეთ, რომ ხართ “კორუმპირებულები”.

„შერჩევითი სამართალი თუ საერთოდ არსებობს სამართალი ამ ქვეყანაში!!!!!!!
შპს”ჯიარ ლოჯისტიკა და ტერმინალებს” როგორც საბჟო ტერმინალს შიგადაშიგ აჯარიმებს ფოთის შემოსავლების სამსახური სხვადასხვა უმნიშვნელო დარღვევების გამო. კომპანიის “დირექტორმა” გადაწყვიტა დასაჯოს ის ადამიანები ვინც არ ითვლება “მაგის” გუნდის წევრად დაწერა ბრძანება და ამ ჯარიმის ანაზღაურება გადაწყვიტა იმ დასაქმებულებისგან ვისი გულგრილობის გამოც მიადგა კომპანიას ზარალი. გაახსენდა რომ სახელმწიფო ფულის “ჯარიმებში” განიავება არ შეიძლება.
გვაქვს შემდგარი ფაქტი რომლის მიხედვით იკვეეთება, რომ მარტო მარტის თვეში შპს”ჯიარ ლოჯისტიკა და ტერმინალებს” ჯარიმის სახით დაერიცხა 71 000 ლარი საერთო სარგებლობის ლიანდაგებში მიმოფანტული ხორბალმზიდების გამო. ეს ჯარიმა გამოწვეულია უშუალოდ დირექტორის არასწორი გადაწყვეტილებების და საქმის არსის არ ცოდნის გამო. ჩდება ბუნებრივი კითხვა ვინ უნდა გადაიხადოს და აუნაზღაუროს სახელმწიფო კომპანიას არასწორი გადაწყვეტილებების მიღების შედეგად წარმოქმნილი ზარალი?! ამ შემთხვევაში ვინ უნდა დაწეროს ბრძანება რომ დირექტორს ჩამოეჭრას თანხები, თუმცა რა ხელფასი ეყოფა იმ ზარალს რაც საერთო ჯამში მიაყენა ამ ვითომ დირექტორმა კომპანიას?!
მივმართავს საქართველოს ხელისუფალთ!!!!
სს”საქართველოს რკინიგზას” და შპს”ჯიარ ლოჯისტიკა და ტერმინალებს” ყავთ ისეთი დირექტორები რომლების მიერ კომაპნიისთვის მიყენებული ზარალი ცილდება ყველანაირ ზღვარს. რამე “ვალში” ხართ ამ ადამიანების წინაშე თუ რატომ არავინ არ ინტერესდებით რკინიგზაში მიმდინარე პროცესებით“.

„ვინ მფარველობს სს “საქართველოს რკინიგზის” გენერალურ დირქტორს და ვინ აძლევს იმის უფლებას გაანადგუროს რკინიგზის სავაგონო პარკი და მთლიანად საქართველოს რკინიგზა?! მთავრობაში არავინ არ მოიძებნებით ერთი ადამიანი მაინც ვისაც გაინტერესებს რაზე ვსაუბრობ და რა ხდება რკინიგზაში. კარგით ბატონებო მე ვთვლი, რომ ვარ საქართველოს სრულუფლებიანი მოქალაქე და ვთვლი ეს ქვეყანა არ ეკუთნის “ქართუ ჯგუფში” გამომცხვარ მოღალატე ჩინოვნიკებს, ეს ქვეყანა ქართველ ხალხს ეკუთვნის და ვნახოთ რას მიიღებთ ქართველი ხალხის და სამშობლოს ღალატისთვის. არ მოგერიდოთ ოკუპანტი რუსეთის კომპანიებში შავად ნაშოვნი ფულით გამდიდრება.სამწუხაროდ ქართუ ჯგუფიდან ორი “დიდი ქართველი” ნამდვილად გავიცანი!!“

„დაიყრუეთ ყურები არ შეიმჩნიოთ, მაინც გაგაგონებთ !!!!გამოდის ვერასდროს ვერ წახვალთ!!!
ქართუ ჯგუფიდან გამომცხვარი ჩინოვნიკები მაგალითად დათო ფერაძე, რომელსაც საქართველოს რკინიგზა აბარია მიზანმიმართულად ანგრევს რკინიგზას და რკინიგზის განვითარება 50 წლით მაინც დახია უკან. კორუპცია და უსამართლობა ყვავის რკინიგზაში. მხოლოდ თავის ახლობლებს და იმ ადამიანებს ტოვებს სამუშაოდ ვინც ემონება და ხმას არ ამოიღებს იმაზე, რომ რკინიგზა ჩაფლულია კორუპციის მორევში. ერთი და იგივე ადამიანი გაფორმებული ყავს სხვადასხვა თანამდებობებზე და თვეში საშუალოდ 8000ლარს მაინც იღებენ იმის ფონზე, რომ ნამდვილ რკინიგზელებს მიზერული ხელფასები აქვთ და თუ გააპროტესტებენ სამსახურსაც დაკარგავენ.დათო ფერაძის ხელდასმით გაწერილი კორუპციული სქემების მთელი კრებული მაქვს ბატონო ბიძინა!“

„საქართველოს რკინიგზა და შვილობილი კომპანია შპს “ჯიარ ლოგისტიკა და ტერმინალები” ჩაფლულია კორუპციის, არაპროფესიონალიზმის და ნეპოტიზმის მორევში. გენერალური დირექტორის ახლობლებით აივსო რკინიგზა, რომლებიც გაფორმებულები არიან ორ ან მეტ თანამდებობებზე და თვეში საშუალოდ 8000ლარს იღებენ, მაშინ როცა ნამდვილი რკინიგზელები მიზერული ხელფასის სანაცვლოდ დღე და ღამე მუშაობენ. შპს”ჯიარ ლოგისტიკა და ტერმინალები” ეგრეთ წოდებულ მკვდარ სულებს ვეღარ ითვლის. ამ მკვდარი სულების ხელფასები 3000 – 4500 ლარამდე მერყეობს!!!! თუ ვინმეს ეჭვი ეპარება საშტატოს ჩაგიგდებთ მეტი დამაჯერებლობისთვის.
სავაგონე პარკს რა უქნა გენერალურმა დირექტორმა ეგ საკითხი მომავლისთვის გადავდოთ.
თქვენ ხართ საქართველოს ეკონომიკის მტრები და სერგო ორჯონიკიძეები!!!!!
მოაშორეთ რკინიგზას მოღალატე გენერალური.”

“პროგრესნიუსი”

წინა სტატია

გმირები, რომლებიც არ სჩანან, ადამიანები, რომლებიც შენი სიცოცხლისთვის საკუთარს სწირავენ

შემდეგი სტატია

როგორ დარჩა "ნაციონალური მოძრაობა" 2015 წელს გაყიდულ ოფისში?

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.