მთავარი»სამართალი»საქართველოს მოქალაქეებმა მსოფლიოს წამყვანი ბანკებიდან 100 მილიონი დოლარი მოიპარეს

საქართველოს მოქალაქეებმა მსოფლიოს წამყვანი ბანკებიდან 100 მილიონი დოლარი მოიპარეს

13
Shares
Pinterest Google+

 

ამერიკის შეერთებული შტაბების სასამართლოს საქმის მასალების მიხედვით, რომელიც ჯერ არ გასაჯაროებულა, ირკვევა, რომ მთელ მსოფლიოში 41 ათასი საბანკო ანგარიშიდან საქართველოს ორმა მოქალაქემ და მათმა თანამზრახველებმა 100 მილიონი დოლარი მოიპარეს.
დადგენილია ჯგუფის ლიდერების ვინაობა – ალექსანდრე კონოვალოვი და მარატ კაზანჯიანი. „კურიერის“ გადამღები ჯგუფი ვარკეთილში კონოვალოვის საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა. მისი მეზობლების თქმით, ბოლოს ის რამდენიმე დღის წინ ნახეს.
ალექსანდრე კონოვალოვი და მისი მეგობარი მარად კაზანჯიანი ფიგურირებენ, ორივე თბილისში ცხოვრობდა და 2015 წლიდან მსოფლიო წამყვანი ბანკების ანგარიშებიდან დიდი რაოდენობით თანხების მოხსნას ცდილობდა.
საქმის მასალების მიხედვით, საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე კონოვალოვი, იგივე “ნან-ერთი” დაჯგუფების ლიდერი იყო. გამოძიების ინფორმაციით, ის და მისი თანამზრახველები იყენებდნენ ვირუსს, GozNym-ით ისინი კომპიუტერებში შეღწევას, მონაცემების მოპარვას და შემდეგ საბანკო ანგარიშებიდან ფულის მოხსნას ახერხებდნენ.
ალექსანდრე კონოვოლოვის მთავარი ასისტენტი და ტექნიკური ადმინისტრატორი თბილისში 8 მაისს დააკავეს. ამავე დღეს ალექსანდრე კონოვალოვიც დააკავეს. ორივე მათგანი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. ადვოკატების ინფორმაციით, უპრეცედენტო კიბერთავდასხმის საქმის მთავარი ფიგურანტი ბრალს არ აღიარებს.
ბოლო რამდენიმე კვირაა, საქართველოს ყველა წამყვანი ბანკი კლიენტებს აფრთხილებს, რომ იყვნენ ფრთხილად, რადგან შესაძლოა, მათი ანგარიშები საეჭვო ბმულზე გადასვლის შემთხვევაში გატეხონ და ფული თავდამსხმელების ხელში აღმოჩნდეს. უცნობია, უკავშირდება, თუ მსოფლიო მასშტაბის კიბერთავდასხმას ქართული ბანკების გაფრთხილება.
ამერიკული სასამართლოს დოკუმენტებში ერთადერთი ქართულ ბანკი “ვითიბი” ფიგურირებს, საიდანაც ათი ათასობით დოლარი მოიპარეს.

რეზონანსი

წინა სტატია

„ქუთაისიდან წლების წინ წავიდა“ - ვინ არის საბერძნეთში მოკლული ქართველი ქალი?

შემდეგი სტატია

17 მაისს მსვლელობა დაიწყება 17:00 საათზე და დასრულდება კონცერტით

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *