მთავარი»კულტურა»საქართველოს ასეთი წარდგენა რომელი ავადმყოფის რეგვენმა “ბაშკამ” მოხარშა?“ – ბაკურ სვანიძე

საქართველოს ასეთი წარდგენა რომელი ავადმყოფის რეგვენმა “ბაშკამ” მოხარშა?“ – ბაკურ სვანიძე

7
Shares
Pinterest Google+

 

ევროვიზიის მუსიკალურ კონკურსზე ოთო ნემსაძის წარსადგენმა შესავალმა ვიდეოკლიპმა სოციალური ქსელის მომხმარებლები გააკვირვა და აღაშფოთა, ვინაიდან საქართველოსა და ქართული კულტურის ნაცვლად, კლიპში ნაჩვენებია აღმოსავლური ცეკვები, ხოლო ვიდეო გადაღებულია ისრაელის ქალაქ აკრეში, რაც უცხოელი მაყურებლისთვის ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ეს არის საქართველო, ხოლო ნაჩვენები ცეკვები ქართული კულტურის ნაწილი.

ამასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაწერა ჟურნალისტმა ბაკურ სვანიძემ

‘ეს დანაშაულია! ამაზე ვინმემ პასუხი უნდა აგოს! ამიხსენით საქართველოს ასეთი წარდგენა რომელი ავადმყოფის რეგვენმა “ბაშკამ”  მოხარშა? რა არის ეს? კაი, კარგად იმღერა, ცუდად თუ თვითონ სიმღერა არ ვარგოდა თუ რაც იყო და როგორც… ჯანდაბას! მაგრამ აი ამ დანაშაულებრივი  სიდებილისთვის არ უნდა მოეთხოვოს პასუხი ვინმეს?

ევროპის წინაშე წარადგენ საქართველოს!  და აქცენტი ცისფერ მეჩეთზე და ცისფერებში ჩაცმულ ოთხ არაქართული გარეგნობის, არაბულ- ებრაულ-სპარსულ-ოსმალური შესახედაობის ბიჭზე.

ხელში ებრაული – “მაცა”- რატომ? რა არის ეს?  ქართველებს ცეკვა გვიჭირს ჩვენი თუ კერძები? რაის მავთულხლართი და რისი რუსეთი,  ესენი რომ უკეთებენ ამ ქვეყანას ცუდ საქმეს, ისეთს  რუსეთი ვერაფერს დაგვიშავებს ვერასოდეს!

მიპასუხეთ ვინმემ – რისი თქმა სურდათ ამითი ამის გამკეთებლებს? ვინ გააკეთა ეს? ანუ მავთულხლართები გაგვიბა ცუდმა რუსეთმა და ჩვენი ისტორიული ძმა და მეგობარი ირან-თურქეთი ჩვენს გვერდით არიანო? და უფრო ახლოს არიან ქართულ კულტურასთანო? თუ რას ნიშნავს ეს ყოველივე? სერიოზულად ვამბობ – თურქული დიდი მაყუთები
იგრძნობა აქ და ვიღაცა ამის გამო უნდა დაისაჯოს!”– წერს ბაკურ სვანიძე.

 

 

მარშალპრესი

 

წინა სტატია

გორში 14 წლის მოზარდს ეძებენ

შემდეგი სტატია

„ეს ქალი საქართველოდან გაძევებას იმსახურებს“ - მანანა არჩვაძე სანდრა რულოვსზე

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.